SpaceX-ის Dragon-ის პირველი ავტონომიური მისია — კოსმოსური ხომალდი მექსიკის ყურეში დაეშვა
SpaceX-ის სატვირთო კოსმოსური ხომალდი მექსიკის ყურეში, ფლორიდის დასავლეთი სანაპიროდან მოშორებით, ჩვეინ დროით დღეს, დილის 05:30 საათზე დაეშვა. ხომალდმა 2000 კილოგრამი სამეცნიერო საკვლევი მასალა ჩამოიტანა.
აღსანიშნავია, რომ ისტორიაში პირველად, Dragon ავტომატურად მიუერთდა ISS-ს და ავტომატურადვე გამობრუნდა უკან, რაც რობოტულმა მოწყობილობამ — Canadarm2-მა უზრუნველყო.
ეს SpaceX-ის 21-ე სატვირთო მისიაა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე. კომპანიამ Dragon 6 დეკემბერს, Falcon 9 რაკეტით გაუშვა და თან დაახლოებით 2900 კილოგრამი მასის მარაგი გაატანა ISS-ზე.
ბორტზე არსებული საკვლევი მასალა სწრაფად გადაიტანეს კენედის კოსმოსური ცენტრის კოსმოსური სადგურის დამუშავების დაწესებულებასში. წინა შემთხვევებში, როდესაც ჩამოტანილი ტვირთი წყნარ ოკეანეში დაეშვა, იგი გადაიტანეს SpaceX-ისა და NASA-ს ობიექტებში, ტექსასში.
ხომალდის მიერ ჩამოტანილი მასალების ნაწილს მეცნიერები გამოიყენებენ იმის შესასწავლად თუ "რა გავლენას ახდენს გრავიტაციის ცვლილება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე უჯრედულ და ქსოვილურ დონეზე, ამას კი 3D ინჟინერიით შექმნილი გულის ქსოვილების გამოყენებით შეძლებენ", — წერია NASA-ს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
აღნიშნული მისიის ფარგლებში ჩამოტანილი სხვა მასალებით კი მკვლევრები შეისწავლიან "მიკროგრავიტაციის გამოყენების უპიპრატესობებს რეგენერაციულ მედიცინაში" და "გადაუდებელი ნავიგაციისთვის საჭირო ხელსაწყოების ისეთი ხომალდებისთვის, როგორიც არის NASA-ს Orion".
ამ განახლებული სატვირთო ხომალდის საშუალებით, შესაძლებელი გახდა იმაზე 20%-ით მეტი ტვირთის გადატანა, ვიდრე წინა ვერსიების შემთხვევაში. შესაბამისად, მან მეტი სამეცნიერო საკვლევი მასალა ჩამოუტანა მეცნიერებს.
კომენტარები