უკან მომავალში II — ინჟინრებმა მარტი მაკფლაის ჰოვერბორდი რეალობად აქციეს
ინჟინრებმა, პოპულარული YouTube არხიდან Hacksmith Industries, შექმნეს ჰოვერბორდი, რომელიც რეალურად იძვრება მიწიდან და ჰაერში, მაგნიტების გამოყენებით ლევიტირებს. ეს არ არის გარკვეული მარკეტინგული ტრიუკი ან ხუმრობა, ისევე როგორც ძველი დროის ჰოვერბორდის პროექტები.
ჰოვერბორდი 1989 წლის სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმის — "უკან მომავალში ნაწილი II" ინსპირაციით არის შექმნილი. უნდა აღინიშნოს, რომ ჰოვერბორდი არ არის გადაადგილების ყველაზე უსაფრთხო გზა, რადგან მას ხშირად ცეცხლი უჩნდება.
Hacksmith Industries–მა უკვე გაითქვა სახელი საოცარი ვიდეოებით Youtube პლატფორმაზე, მათ ასევე შექმეს მშვენიერი მინი Cybertruck, რომელსაც შეუძლია დრიფტი და ასევე პლაზმური შუქნიშანი, რომელსაც შეუძლია ლითონის ჭრა.
ჰოვერბორდის პროექტი განახორციელა Hacksmith Industries-ის სტაჟიორმა და კანადელმა ინჟინერმა ჯიმი ჟოუმ. ჟოუმ რამდენიმე თვე იმუშავა ჰოვერბორდის ტექნოლოგიაზე. იმისათვის, რომ ჰოვერბორდს ეფრინა, გუნდმა დამონტაჟა რვა დაწნული მაგნიტი, რათა შეექმნათ ძლიერი მაგნიტური ველი, ფოლადის იატაკთან მიმართებით, რის შემდეგაც ჰოვერბორდი ლევიტირებას მოახდენდა.
შთამბეჭდავი საქმეა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ დაფა არ საჭიროებს თხევადი აზოტით კრიოგენულად გაცივებას, როგორც ეს მოხდა ავტომობილების მწარმოებლის Lexus-ის ჰოვერბორდისთვის 2015 წელს, როგორც Nerdist აღნიშნავს.
Hacksmith დაფას ერთი დიდი მინუსი აქვს. ელექტრული ველი დიდი რაოდენობით სითბოს გამოყოფას იწვევს, რამაც დაფაზე ტესტირების პროცესში მოულოდნელად რამდენჯერმე ცეცხლი გაჩენა გამოიწვია.
კომენტარები