General Motors–მა მფრინავი მანქანის კონცეფცია წარადგინა
მიმდინარე წლის ღონისძიებაზე CES, General Motors–მა ორი საოცარი დიზაინის მქონე ავტონომიური მანქანა და მფრინავი მანქანის კონცეფცია წარადგინა. ორივე კონცეფცია ექვემდებარება ავტომწარმოებლის ფუფუნებაზე ორიენტირებულ Cadillac ბრენდს. კომპანია, არც თუ ისე შორეული მომავლში, ფუტურისტული დიზაინის დამკვიდრებას გვპირდება.
ორივე კონცეფცია Cadillac's Halo-ს პორტფელის ნაწილია, რაც ნიშნავს, რომ კომპანია ჯერჯერობით არ აპირებს კონცეფციების წარმოებაში ჩაშვებას.
გარდა იმისა, რომ ავტომობილები ავტონომიური იქნება, ასევე მათ შეეძლებათ შეცვალონ ყველაფერი მანქანაში / მაგალითად, ტემპერატურა, სურნელი, ტენიანობა. როგორც CNET იუწყება, ეს დაფუძნებული იქნება ბიომეტრიული სენსორების მონაცემებზე, რომლებიც აკონტროლებენ მგზავრების სასიცოცხლო ნიშნებს.
ავტომობილს ექნება ხმითა და ჟესტებით მართვის შესაძლებლობა, რაც გამორიცხავს ავტომობილის ინტერიერში ნებისმიერი ღილაკის ან მართვის მოდულის არსებობას.
Cadillac-ის ელექტრო, ვერტიკალური ასაფრენი და სადესანტო მფრინავი მანქანა კი ძალიან ჰგავს სხვა მფრინავი ტაქსის კონცეფციებს, რომლებიც წარსულში ვიხილეთ. მისი ელექტროძრავა მას საშუალებას აძლევს მხოლოდ ერთი მგზავრი გადაიყვანოს ახლომდებარე დანიშნულების ადგილზე, 90 კმ/სთ სიჩქარით.
General Motors-მა ასევე გაასაჯაროვა მეტი დეტალი მომავალი ულტრა-ძვირადღირებული ელექტროძრავის შესახებ, სახელწოდებით Celestiq. როგორც Engadget იუწყება, მსგავს ელექტროძრავიან მანქანაში დაგვხვდება ჭკვიანი შუშის სახურავებიც, ასევე ეკრანი, რომელიც იმუშავებს მანქანის მთელ სიგანეზე.
კომენტარები