ნახეთ: 28 წლის ილონ მასკი 1999 წელს, პირველ სუპერმანქანას ყიდულობს — ვიდეო
Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. ელექტრომობილების მწარმოებლი კომპანიის წილის 4.8%-ით გაზარდამ მასკი Amazon.com Inc-ის დამფუძნებლ ჯეფ ბეზოსზე მდიდარი გახადა, რითაც ბიზნესმენმა Bloomberg Billionaires Index-ში, მსოფლიოს 500 ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტნგში, პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
მასკის სწრაფი გამდიდრება არაჩვეულებრივ 12 თვეს მოიცავს. გასული წლის განმავლობაში, მისი წმინდა ქონება 150 მილიარდ დოლარზე მეტით გაიზარდა, რამაც შესაძლოა მასკი ასევე ისტორიაში ყველაზე სწრაფად გამდიდრებულ ადამიანად აქციოს. ამ ყველაფრის ფონზე, საინტერესო გასახსენებელია მასკის პირველი ნაბიჯები, CNN-ის არქივი გვთავაზობს 1999 წელს გადაღებულ ვიდეომასალას, რომელშიც ახალგაზრდა ილონ მასკი თავის პირველ სუპერმანქანას ყიდულობს.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები