15 კომიქსი დინოზავრების მენტალური ჯანმრთელობის შესახებ
გასულმა წელმა და პანდემიამ, რომელმაც, სხვა ყველაფერთან ერთად, საფრთხე შეუქმნა ადამიანების მენტალურ კეთილდღეობასაც, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ საზოგადოებაში არსებული ტაბუ, გარკვეულწილად, დაამსხვრია. ამ პერიოდში შეიქმნა არაერთი ვირტუალური ჯგუფი და ფორუმი, სადაც ადამიანები ერთმანეთს გამოცდილებას, საკუთარ პრობლემებს და რჩევებს უზიარებდნენ. მათ შორის არის ჩვენი ფეისბუქჯგუფი — მენტალური ჯანმრთელობის ფორუმი — სადაც გარდა თქვენთვის საინტერესო საკითხებზე დისკუსიისა, შეგიძლიათ, ჯგუფის წევრებისგან და პროფესიონალებისგან მიიღოთ რჩევები, თუნდაც ანონიმურად.
იმის ხაზგასასმელად, რომ მენტალურ ჯანმრთელობაზე ღიად საუბარი მისაღები და მეტიც — საჭიროა — ინტერნეტსივრცეში შეიქმნა ილუსტრაციების სერია დინოები და კომიქსები, რომელშიც მთავარი პერსონაჟები დინოზავრები არიან, თუმცა ასახული პრობლემები და სიტუაციები ჩვენთვის, ადამიანებისთვისაც, მეტად ნაცნობია.
1. არაფერი ჯობია ისეთი მეგობრის ყოლას, რომელსაც ყველანაირ მდგომარეობაში უყვარხარ
2. მით უმეტეს, როცა ამას პირდაპირ გეუბნება, მიკიბ-მოკიბვის გარეშე
3. როცა სარკაზმი ფსიქოლოგთანაც თან მოგყვება
4. როგორც ჩანს, ადამიანების გარდა ძაღლები დინოზავრებსაც უმცირებენ სტრესს, შფოთვას და მარტოობის განცდას
5. ან შვებულების დრო როდის მოვა, გემოზე რომ დავისვენოთ
6. არაა აუცილებელი, ყოველთვის და ყველაფერში ძლიერი ჩანდე
7. ჰოდა, მით უმეტეს არ აქვს მნიშვნელობა!
8. ძალა ერთობაშია
9. იო-იო რომ დინოზავრი ყოფილიყო და კუდის ნაცვლად წვეტები ჰქონოდა
10. ყოფნა-არყოფნა, საკითხავი აი ესაა
11. ნეტფლიქსის ყოფნა კი ნამდვილად ითვლება
12. ან არ ითვლება...
13. თუმცა, ყველაფერს ალბათ მაინც ძილში ყოფნა ჯობია!
14. და, აი, ისიც — განუყრელი წყვილი
15. საფიქრალს არ გამოლევს
ან, იქნებ, გამოლევს?..
Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.
კომენტარები