კარიბის ზღვის მიძინებული ვულკანის გააქტიურებამ განგაშის გამოცხადება გამოიწვია
წმინდა ვინსენტისა და გრენადინების მაცხოვრებლებს განუცხადეს, რომ მზადყოფნაში უნდა იყვნენ კარბის ზღვის მიძინებული ვულკანის გამოღვიძების შემდეგ.
La Soufrière არის ყველაზე მაღალი წერტილი სენტ ვინსენტში და მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილთან ახლოს, ვულკანი მიძინებული იყო ათწლეულების განმავლობაში, სანამ გასულ კვირას არ გააქტიურდებოდა, იტყობინება AP.
კარიბის კატასტროფების საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (CDEMA) თანახმად, ვულკანის თავზე მოჩანდა ორთქლი, გაზი და ვულკანური გუმბათი, რომელიც ჩამოყალიბდა ლავისგან, რომელმაც დედამიწის ზედაპირს მიაღწია.
კუნძულების ჯაჭვისგან შემდგარი ქვეყნის მთავრობამ, რომელიც 100 000-ზე მეტი მაცხოვრებელზეა პასუხისმგებელი, განგაშის ნარინჯისფერი დონე გამოაცხადა, რაც ნიშნავს, რომ ამოფრქვევების შესახებ, შესაძლოა, მოსახლეობა 24 საათზე ნაკლებ დროში გააფრთხილონ.
La Soufrière ბოლოს 1979 წელს ამოიფრქვა, მაგრამ გაფრთხილების გამო ადამიანებისთვის ზიანი არ მიუყენებია, ხოლო 1902 წლის ამოფრქვევამ 1600 ადამიანი იმსხვერპლა.
კომენტარები