Adobe Flash საბოლოოდ დაგვემშვიდობა
Adobe-იმ თავისი ცნობილი Flash პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის შეწყვეტა 2020 წლის 31 დეკემბერს დაანონსა, დღეს 2021 წლის 1 იანვარია და Flash 2020 წელთან ერთად დაგვემშვიდობა, მიუხედავად ამისა, Adobe არ დაიწყებს Flash დაბლოკვას 12 იანვრამდე, მაგრამ ძირითადი ბრაუზერებში Flash დაიბლოკა.
Flash დიდი ხანია წარმოადგენს მულტიმედიურ პლატფორმას, რომელიც უზრუნველყოფს ვიზუალს და პასუხისმგებელია ინტერნეტ უსაფრთხოებაზე. Flash გამოიყენება თითქმის ყველა ძირითად ბრაუზერში, მაგრამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, მასზე მოთხოვნა შემცირდა. კომპანიების უმრავლესობამ Flash-ის გამოყენება შეწყვიტა და არჩევანი უფრო სტანდარტიზებული ტექნოლოგიების სასარგებლოდ გააკეთა.
Flash-ს უდიდესი კულტურული რელევანტურობა ჰქონდა და ინტერნეტ ისტორიის ნაწილი იყო, რის გამოც მისი "დაკრძალვა" წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ბრაუზერებმა Flash-ს გასასვლელი კარისკენ მიუთითეს ჯერ კიდევ გასული ათწლეულის დასაწყისში. 2015 წელს Adobe-მ დეველოპერებს სთხოვა HTML5-ზე გადასვლა. ყველაფერი ოფიციალური გახდა 2017 წელს, როდესაც Adobe–მა განაცხადა, რომ Flash-ის მხარდაჭერას შეწყვეტდა.
მიუხედავად იმისა, რომ Adobe საბოლოოდ ხელიდან გაუშვა Flash, ის ბევრ ისტორიულ არტეფაქტშია შემონახული. ინტერნეტ არქივი ინახავს Flash თამაშებსა და ანიმაციებს, მათ შორის ცნობილ ჰიტებს, როგორიცაა "Peanut Butter Jelly Time".
ამავე თემაზე:
კომენტარები