ამიერიდან, Tesla-ს მფლობელებს სიგნალის სასურველი ხმით ჩანაცვლება შეუძლიათ
სადღესასწაულო პროგრამული განახლების შემდეგ, Tesla-ს მფლობელებს ახლა აქვთ უამრავი ახალი ფუნქციის გამოყენების საშუალება.
განახლებაში შედის ავტომობილის სიგნალის პერსონალიზების შესაძლებლობა, მათ შორის, Tesla-ს მფლობელს შეუძლია სიგნალის ნაცვლად გამოიყენოს სადღესასწაულო თუ ცხოველების ხმები და ასევე, ხმები სხვადასხვა მიმიდან. მძღოლებს საკუთარი ხმის ჩანაწერების ატვირთვაც კი შეუძლიათ USB მოწყობილობის საშუალებით.
"შეცვალეთ თქვენი სიგანლი სადღესასწაულო ჟღარუნით, Tesla–ს უახლესი განახლების საშუალებით!" — ამბობს Tesla–ს აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი.
მასკმა ამ განახლების შესახებ Twitter–ზე პირველად 2019 წლის ოქტომბერში განაცხადა. "მორგებული სიგნალი და მოძრაობის ხმები, მალე იხილავთ Tesla-ში", — დაწერა მან და მიუთითა 1975 წელს ბრიტანულ ფილმზე "Monty Python and the Holy Grail."
Tesla-ს მფლობელებს უკვე შეუძლიათ მძღოლებზე გაბრაზება "ალტერნატიული სიგნალით", Tesla-ს მფლობელებს შეუძლიათ ასევე დააყენონ "ტუალეტის იუმორის" რეჟიმი და ჩვეულებრივი სიგანლი ჩაანაცვლონ სხვადასხვა ტიპის ხმაურით.
ოფიციალური დოკუმენტაციის თანახმად, სადღესასწაულო განახლებას ასევე შეუძლია "აქციოს თქვენი მანქანა ბუმბოქსად და თქვენ შეგიძლიათ გაართოთ ხალხი და მოაწყოთ წვეულება მაშინ, როცა თქვენი მანქანა გაჩერებულია".
კომენტარები