Instagram-მა დაიწყო ბრძოლა კორონავირუსთან დაკავშირებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ
სოციალური ქსელი Instagram ასაჯაროებს ინფორმაციას ორი ახალი მახასიათებელის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს COVID-19-ის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას. მომხმარებლები, იმ რეგიონებში, სადაც კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი მაღლია, Instagram-ში შესვლისას, News Feed-ის ზედა ნაწილში, დაინახავენ მათი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ბმულს, ხოლო ადამიანები, რომლებიც მოძებნიან ინფორმაციას ვაქცინის შესახებ, მიიღებენ სანდო წყაროებზე მითითებას.
აღნიშნული ზომები გავრცელდება სოციალური ქსელის ჰეშთეგებზეც, ხოლო ის ჰეშთეგები რომლებიც შეიცავს დეზინფორმაციას — დაიბლოკება. მსგავს ზომებს იღებს მრავალი სოციალური ქსელი, რათა კორონავირუსზე დეზინფორმაცია არ გავრცელდეს აშშ-სთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მომენტში. როცა სამედიცინო დაწესებულებები ებრძვიან რეკორდულად მაღალ ჰოსპიტალიზაციას და COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაცია უმნიშვნელოვანესია.
Facebook-მა, Instagram-ის მფლობელმა კომპანიამ, გამოაქვეყნა დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკუთარი პოლიტიკა. სოციალური ქსელი მომხმარებლებს უგზავნის შეტყობინებებს, თუ ისინი ინტერაქციაში იყვნენ პოსტებთან, რომლებიც წაიშალა დეზინფორმაციის გავრცელების გამო. YouTube–მა დაიწყო პანდემიის შესახებ ვიდეოების ქვემოთ აღნიშვნების დამატება, რომლებიც დაკავშირებულია წყაროებთან, როგორიცაა CDC და WHO. Twitter-მა ახლახან გამოაცხადა, რომ COVID-19-ის ვაქცინის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაცია პლატფორმიდან წაიშლება.
თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.
სტატია On.ge-მ მოამზადა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.
კომენტარები