Twitter-მა ოთხშაბათს განაცხადა, რომ წაშლის ტვიტებს, რომელიც COVID-19 ვაქცინაციის შესახებ ყალბი, ან შეცდომაში შემყვანი იქნება.

ნებისმიერი ტვიტი, რომელშიც ნათქვამი იქნება, რომ ვაქცინა: "განზრახ ზიანს აყენებს ადამიანს და მოსახლეობის კონტროლთან ან სხვა შეთქმულების თეორიებთანაა კავშირში", — წაიშლება, ნათქვამია Twitter-ის განცხადებაში. დამატებით, ტვიტებში რომლებშიც გაჟღერებული იქნება დეზინფორმაცია, რომ COVID-19 არ არსებობს, ასევე წაიშლება. ახალი პოლიტიკა ტვიტერზე შემდეგი კვირიდან ამოქმედდება.

2020 წლის არჩევნების მსგავსად, Twitter-მა შესაძლოა კვლავ დაამატოს გამაფრთხილებლები. ანუ ტვიტებზე ერთგვარ მინიშნებებს შეიძლება შევხვდეთ, რომელიც კორონავირუსთან და ვაქცინაციიასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციაზე მიუთითებს. Twitter, მსგავსი პოლიტიკით, შეძლებს სოციალურ ქსელში გაფილტროს და დატოვოს ჯანსაღი ინფორმაცია.

Twitter–ის ახალი პოლიტიკის მთავარი მიზეზი აშშ–ს მასშტაბით, COVID-19 ვაქცინაციის დაწყება გახდა. სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ Pfizer–ისა და BioNTech– ის მიერ შემუშავებულ ვაქცინების გამოყენების ნებართვა გასცა. ეს ვაქცინები უამრავი შეთქმულების თეორიის სამიზნე გახდა, მათ შორის უნდა გამოვყოთ ცრუ ბრალდებები იმის შესახებ, რომ ის შეიცავს მიკროჩიპებს.

აღსანიშნავია, რომ ეს Twitter-ის პირველი რეგულაცია არ არის კორონავირუსთან დაკავშირებით. მარტში, Twitter-მა გამოაქვეყნა COVID-19 ჩანართი თავის Explore გვერდზე და პარტნიორობა გაუწია ორგანიზაციებს. მაგალითად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, რათა მსგავს ორგანიზაციებსს შეძლებოდათ კორონავირუსთან დაკავშირებული სანდო ინფორმაციის გავრცელება.

თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.

სტატია On.ge-მ მოამზადა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.