დაივიწყეთ Galaxy Z Fold — Oppo-მ სამმაგად დასაკეცი სმარტფონის კონცეპტი წარადგინა
Samsung Galaxy Z Flip-ს მსოფლიო 2021 წლის დასაწყისში ელოდება, თუმცა უზარმაზარ ცვლილებებს ტელეფონის დიზაინში არავინ ვარაუდობს. ამავდროულად კი ცნობილმა კომპანია Oppo-მ ისაუბრა ახალ მოდელზე, რომელიც Z Flip-ის სტილის დიზაინის სმარტფონების განვითარების რამდენიმე საინტერესო გზას გვთავაზობს.
Oppo-ს "სლაიდ ტელეფონი" X Nendo ერთ-ერთია იმ ორ მოწყობილობათაგან, რომელიც შექმნილია ჩინური სმარტფონების მწარმოებლისა და იაპონურ დიზაინერულ კომპანია Nendo-ს თანამშრომლობით. მას აქვს 7 ინჩიანი ვერტიკალურად ორიენტირებული ეკრანი, თუმცა იგი ბევრად უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე მსგავსი დასაკეცი სმარტფონები, როგორებიიცაა Z Flip ან Motorola Razr.
დახურვის შემდეგ, X Nendo საკრედიტო ბარათის ზომის ხდება, შუა ეკრანსა და კიდევ ორ ადგილას აღნიშნული წერტილები კი საშუალებას იძლევა ტელეფონი ნაწილ-ნაწილ გავსხნათ, რაც ინოვაციას წარმოადგენს.
Oppo-მ სადემონსტრაციო ვიდეოც შემოგვთავაზა, სადაც ჩანს, რომ მოწყობილობა არამხოლოდ საინტერესო დიზაინით, არამედ მოქნილობითა და მოსახერხებლობითაც ხასიათდება. ხოლო გვერდითი სენსორული მართვის საშუალებით თქვენ ტელეფონის გახსნის ფუნქციების შეცვლაც კი შეგიძლიათ. რა თქმა უნდა, მოწყობილობა ჯერ კიდევ კონცეპტია და არ ვიცით, როდის უნდა ველოდოთ მის გამოჩენას, ან რა გავლენას მოახდენს ის სხვა დასაკეცი სმარტფონების დიზაინზე.
კომენტარები