რას ფიქრობს ილონ მასკი CYBERPUNK-ზე?
New York Times-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ გეიმერების ნანატრ ვიდეოთამაშს — Cyberpunk 2077-ს აქვს მრავალი პრობლემა და ხარვეზი. ფაქტობრივად, თამაშის დეველოპერებმა ოფიციალურად მოიხადეს ბოდიში და შესთავაზეს იმედგაცრუებულ მოთამაშეებს თანხის ანაზღაურება.
საქმე კიდევ უფრო უცნაური გახდა, როდესაც Tesla–ს აღმასრულებელმა დირექტორმა და კიბერპანკის ჟანრის ენთუზიასტმა, ილონ მასკმა ამ თემის განხილვაში მონაწილეობა მიიღო. მილიარდერისთვის დამახასიათებელი არ არის მასთან უკავშირო ინტერნეტდისკუსიაში შესვლა, თუმცა, CNET–ის თანახმად, მასკს შეიძლება ჰქონდეს საკუთარი კამეო თამაშში.
CYBERPUNK-ის Twitter-ის ანგარიშზე, გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში, მასკმა კომპანიას უპასუხა Reddit–ის სქრინით, რომელშიც ანონიმური იმედგაცრუებული მოთამაშის უკიდურესი უარყოფითი შეფასება იყო გამოვლენილი.
"იმისათვის, რომ ეს თამაში მეთამაშა 1 კვირა შევისვენე სამსახურში, მაგრამ სწრაფადვე მივხვდი რომ ეს არ არის თამაში, რომელზეც რვა წლის განმავლობაში ყოველდღე ვფიქრობდი, ტირილით დავიძინე და ვერაფერი მოვიმოქმედე. მაშინვე ტირილს ვიწყებ, როცა თამაშზე ვფიქრობ და არც მაქვს სურვილი შევეხო ჩემს PS4-ს", — წერს იმედგაცრუებული გეიმერი.
მასკმა გამოაქვეყნა მაიკლ სკოტის, ცნობილი სერიალის "ოფისის" მთავარი პერსონაჟის, სტივ კარელის მიმი, რომელიც უხეშად და დამაფიქრებლად იშვერს საჩვენებელ თითს, საჩვენებელ თითზე კი თამაშის სათაური იყო გამოსახული. შეიძლება ეს მიმი არაფრის მომცემი იყოს, მაგრამ სავარაუდოდ, მიანიშნებს იმ იმედგაცრუებაზე რაც მომხმარებლებმა იწვნიეს.
მასკმა, რომელიც არასდროს ყოფილა აქტიური დამცინავი პოსტებით სოციალურ ქსელში, ასევე გამოაქვეყნა კიდევ რამდენიმე მიმი სადაც ფიგურირებს სასქესო ორგანოები.
მასკმა საკუთარი შეფასებაც გააკეთა თამაშის შესახებ და თქვა რომ — "საკმაოდ კარგი ჩანს. მე ნომადი ავირჩიე, ასე რომ, დაწყებამ ცოტა ნელა ჩაიარა, მაგრამ სწრაფად გაგრძელდა. როგორც ჩანს, თითქმის ყველა Steam-ზე ამ კვირის ბოლოს თამაშობდნენ Cyberpunk-ს!"
კომენტარები