ჩამსხვრეული შუშები და ცეცხლწაკიდებული მანქანები — iPhone–ის ქარხნის თანამშრომლები შემცირებულ ხელფასებს აპროტესტებენ
გავრცელებული ინფორმაციით, ინდოეთში iPhone-ის საწარმო ქარხანაში, თანამშრომლებმა ჩამსხვრიეს შუშები და ცეცხლი წაუკიდეს მანქანებს — პროტესტანტები, ხელფასების შემცირებას აპროტესტებდნენ, იუწყება Times of India. ინციდენტები დაიწყო შაბათს, მწარმოებელი კომპანიის Wistron Corporation-ის დაწესებულებაში, სადაც iPhone SE-ის აწყობაზე მუშაობენ.
Indian Express თანახმად, სამუშაოს დროს მუშაკებმა, რომლებმაც გაიგეს, რომ ანაზღაურება შემცირდა, დააზიანეს ოფისები, ავეჯი და ქარხნის მოწყობილობა, ადგილობრივმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა Indian Express განუცხადა, რომ პოლიცია იძიებს ინციდენტს. საპროტესტო აქციაში 2000-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა.
Apple–მა iPhone–ების აწყობა ინდოეთში 2017 წელს დაიწყო, Apple პრემიუმ სმარტფონების ბაზარზე ლიდერობს, ამასთან, კომპანიას მხოლოდ სმარტფონების მთლიანი ბაზრის 1 პროცენტიანი წილი აქვს ქვეყანაში, ვინაიდან, iPhone-ის ფასი მას ბევრი ინდოელი მომხმარებლისთვის ძვირადღირებულ ნივთად ხდის. ინდოეთი მსოფლიოში სმარტფონების ბაზარი სიდიდით მეორე იყო 2019 წელს, უსწრებდა აშშ-ს და ჩამორჩებოდა მხოლოდ ჩინეთს.
Wistron-მა ქარხანა გახსნა ბენგალურუს მახლობლად ამ წლის დასაწყისში, რაც კომპანიის მიერ ინდოეთში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის ნაწილია.
ქარხნის შიგნით, თანამშრომლების მიერ გადაღებულ ვიდეოებზე ჩანს, რომ მამაკაცები ჯოხებით და ამტვრევენ უსაფრთხოების კამერებს, ფანჯრებსა და სხვა აღჭურვილობას. პოლიციამ ძალადობის გამო 149 ადამიანი დააკავა, განაცხადა ადგილობრივმა პოლიციის უფროსმა.
Apple–მა განაცხადა, რომ იგი დამატებით პერსონალს და რევიზორებს აგზავნის დაწესებულებაში.
”ჩვენი გუნდი მჭიდრო კავშირშია ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ჩვენ ვთავაზობთ სრულ მხარდაჭერას საქმის გამოძიებაში”, — ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
Apple მოითხოვს, რომ მომწოდებლებმა უზრუნველყონ უსაფრთხო სამუშაო პირობები, ღირსეულად და პატივისცემით მოეპყრონ მუშაკებს, იმოქმედონ სამართლიანად და ეთიკურად და იყვნენ პასუხისმგებლიანები.
კომენტარები