კოსმოსური ერის "ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა" — თხევადი წყლის სამყაროები
უკანასკნელ წლებში მეცნიერებმა გაიგეს, რომ დედამიწის ერთ-ერთი ნამდვილი საუნჯე, მისი თხევადი ოკეანეები, იმაზე ფართოდ ყოფილა გავრცელებული ჩვენს მზის სისტემაში, ვიდრე გვეგონა.
სულ რამდენიმე წლის წინ ,ასტრონომებმა ასტეროიდების სარტყელში მზის გარშემო მოძრავი პლანეტა — ცერესი აღმოაჩინეს. ეს ჯუჯა პლანეტა, ჟურნალ Discover-ის მიხედვით, თხევადი ოკეანეების სამყაროს წარმოადგენს. სხვა პლანეტებზე თხევადი წყლის აღმოჩენამ, შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლის ძიების საქმეში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. NASA-ს ასტრონომი ალენ სტერნი Discover-ს უყვება, რომ პლანეტარულ მეცნიერებებში "ეს მთელი კოსმოსური ერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენაა".
მზის სისტემაში წყლის უდიდესი ნაწილი ან მიწისქვეშეთშია მოთავსებული (მარსის მიწისქვეშა ტბების მსგავსად), ან ზედაპირზეა მოქცეული გაყინულ მდგომარეობაში, როგორც მთავარეზე. NASA-ს კვლევა გვთავაზობს, რომ 20 მილიონი წლის წინ ცერესს პლანეტოიდი დაეჯახა, რომელმაც მის ზედაპირზე დიდი კვალი დატოვა და ჯუჯა პლანეტაზე ექსტრემალურად მარილიანი წყლების წყალდიდობა გამოიწვია. Discover-ის მიხედვით, იმისთვის, რომ უკეთ გავიგოთ, თუ როგორ მიმდინარეობდა ეს წარსულში, უნდა ვიცოდეთ ამ პლანეტების ჩამოყალიბების პროცესი და შევისწავლოთ მათზე არსებული თხევადი წყლები. NASA-მ, შესაძლოა, მალე ცერესზე კოსმოსური ხომალდი გაგზავნოს, რომელიც მის ზედაპირზე დაეშვება.
"ცერესი ჩვენთან ბევრად ახლოსაა და ბევრად მარტივია ამ პლანერტამდე მიღწევა, ვიდრე გარე მზის სისტემაში მოძრავ ნებისმიერ მთვარემდე", — განუცხადა Discover-ს NASA-ს Dawn მისიის მთავარმა მკვლევარმა, ქეროლ რეიმონდმა. აღსანიშნავია, რომ ამ მისიის ფარგლებში NASA-მ 2015 წელს ცერესზე ზონდი გაუშვა. "ეს ძალიან მაცდური სამიზნეა", — დასძინა ქეროლ რეიმონდმა.
თუმცა, ცერესი ერთადერთი არაა. არსებობს უკვე გახმაურებული თხევადი წყლის სამყაროები, როგორებიცაა სატურნის მთვარე ტიტანი და რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, პლუტონი.
Discover-ის მიხედვით, NASA-ს New Horizons მისიის ფარგლებში, რომელსაც სტერნი მეთაურობდა, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ პლუტონი პლანეტოიდების სწრაფი დაჯახებების შედეგად ჩამოყალიბდა და რომ ამის შედეგად ყოფილი პლანეტის თხევადი ოკეანეების გათბობა დღემდე გრძელდება.
ეს საკითხი ჯერ არ არის ბოლომდე შესწავლილი, თუმცა, რაც მთავარია, არსებობს შესაძლებლობა, რომ აღნიშნული შედეგები საბოლოოდ დედამიწის მიღმა უცხოპლანეტური სიცოცხლის აღმოჩენამდე მიგვიყვანს.
კომენტარები