როგორ შეგვიძლია თანხის მოთხოვნა და გაყოფა — სულ ახალი მობილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი
ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, საბანკო სფერო სულ უფრო იხვეწება. დღეს, დისტანციურად უამრავ ისეთ ოპერაციას ვასრულებთ, რისთვისაც ადრე უშუალოდ ბანკში ყოფნა იყო საჭირო.
საქართველოს ბანკის სულ ახალი მობილბანკი ინოვაციური სერვისების დანერგვას აგრძელებს და თანხის მოთხოვნისა და გაყოფის ახალ ფუნქციონალს გვთავაზობს. თანხის გაყოფასთან თუ მოთხოვნასთან დაკავშირებული ზედმეტი დისკომფორტი შეგიძლიათ ნელ-ნელა დაივიწყოთ, აღარც განსაკუთრებული ორგანიზატორული უნარები გჭირდებათ, რათა სამეგობროში თანხა შეაგროვოთ. ახალი ფუნქციონალის დახმარებით, ამიერიდან მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა მობილბანკიდანვე, მარტივად შეაგროვოს და ისესხოს თანხა, ასევე, გაყოს და გადაანაწილოს უკვე გაღებული ხარჯები. უკვე თავისუფლად შეგიძლიათ შეაგროვოთ თანხა მეგობრის დაბადების დღისთვის, წვეულებისთვის, ან ნებისმიერი სხვა აქტივობისთვის, რომელსაც სხვა ადამიანებთან ერთად გეგმავთ. მეორე მხრივ კი, მეგობრების ნაცვლად უკვე გადახდილი თანხის მოთხოვნას მარტივად, ზემდეტი შეხსენებებისა და დისკომფფორტის გარეშე შეძლებთ.
თანხის გაყოფა
მეგობრებმა ბარები მოიარეთ და დროებით, ყველაფერი თქვენ გადაიხადეთ? ახალი ფუნქციონალით უკვე მარტივად შეგიძლიათ მეგობრებმა გადახდილი თანხა გაინაწილოთ და გაგზავნოთ მოთხოვნა თანხის გაყოფის ფუნქციონალით. საქართველოს ბანკის მობილბანკის თანხის გაყოფის ფუნქციონალით გადახდილი თანხის რამდენიმე ადამიანზე გაყოფას თავისუფლად და დისკომფორტის გარეშე შეძლებთ.
“მობილბანკით ასევე შესაძლებელია თანხის გაყოფის მოთხოვნის გაგზავნაც. ეს ფუნქცია მაგალითით რომ ავხსნა, დაახლოებით ასე მუშაობს: ალბათ, ყველა ვყოფილვართ სიტუაციაში, როცა თანხაა გადასახდელი და იქვე ვიწყებთ დაანგარიშებას, ან ფულის შეკრებას. ამ დროს, ერთი ამბობს, მე გადავიხდი და მერე ჩამირიცხეთო. ამის მერე ვქმნით ჯგუფებს, ვაზიარებთ ანგარიშს და ველოდებით, როდის შეიკრიბება თანხა.
ზუსტად ასეთი პროცესების გასამარტივებლად დავამატეთ მობილბანკში თანხის გაყოფის ფუნქცია. ამ დროს მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, აირჩიოს შესრულებული ოპერაცია ან ოპერაციები, რომლის გაყოფაც სურს სხვებთან, მონიშნოს ადრესატები და გააგზავნოს თანხის მოთხოვნის დავალება. ოპერაციის არჩევის გარდა, თანხა შეგიძლია ხელითაც ჩაწერო. ჯამურად მოთხოვნილი თანხა ტოლ ნაწილად იყოფა ადრესატების რაოდენობაზე, მაგრამ ამის რედაქტირება ხელითაც არის შესაძლებელი, თუ ვინმემ მეტი ან ნაკლები უნდა დააბრუნოს”, — გვიყვება მარიამ ხვედელიძე.
თანხის მოთხოვნა
თანხის მოთხოვნა ხდება გადახდა-გადარიცხვების გვერდიდან. ეს შეიძლება მოხდეს კატეგორიების ველიდან, ან უშუალოდ კონკრეტული კონტაქტიდან. პროცესი ძალიან მარტივია: ირჩევთ პიროვნებას ვისგანაც ითხოვთ თანხას, უთითებთ თანხის რაოდენობას, თქვენს ანგარიშსა და დანიშნულებას.
აღსანიშნავია, რომ თანხის მოთხოვნას მხოლოდ საქართველოს ბანკის მომხმარებლები აგზავნიან მობილბანკის საშუალებით, თუმცა, დავალების ადრესატი შესაძლებელია სხვა ბანკის მომხმარებელიც იყოს. ასეთი ადრესატი შეტყობინებას SMS-ით მიიღებს, სადაც მითითებული იქნება მოთხოვნილი თანხა, ანგარიშის ნომერი და მოთხოვნის მიზეზი.
საქართველოს ბანკის ამ ახალ ფუნქციონალზე მობილბანკის პროდუქტის მენეჯერს, მარიამ ხვედელიძეს ვესაუბრეთ.
”დღევანდელ რეალობაში, თანხის მოთხოვნა ძალიან საჭირო ფუნქციაა. მისი საშუალებით ჩვენს მომხმარებლებს ოპერაციების განხორციელება ბევრად უფრო მარტივად შეუძლიათ, ეს ყველაფერი სიტყვიერი შეთანხმების და ზედმეტი კომუნიკაციის გარეშე. მაგალითად, თუ ვინმეს თანხა ასესხე, იქვე შეგიძლია გაუგზავნო თანხის მოთხოვნა. ამით არც მას დაავიწყდება ფულის დაბრუნება და აღარც შენ მოგიწევს შეხსენებით გამოწვეული დისკომფორტის ატანა. ასევე, აღარ არის საჭირო ჩატების შექმნა თანხის შესაგროვებლად და თითოეულისთვის ცალ-ცალკე შეხსენება.
მეორე მხრივ, ეს ფუნქციონალი ამარტივებს თანხის დაბრუნების პროცესსაც. ანგარიშის ნომრის ძებნა და თანხის რაოდენობის დაზუსტება აღარ გიწევთ. მაგალითად, თუ თანხა მობილბანკით მოგთხოვეს, ყველა საჭირო ინფორმაცია უკვე შევსებული გვხდება და ღილაკზე ერთი თითის დაჭერით რიცხავ.
უპირატესობები რომ შევაჯამო, ამ ფუნქციის გამოყენებით, ჩვენი მომხმარებლები გაცილებით გაიმარტივებენ ყოველდღიურობას და დაზოგავენ დროს, რაც დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ღირებულია", — ამბობს მარიამ ხვედელიძე.
ფუნქციონალის ჩაშვება და მისი აქტიურად გამოყენება
როგორც მარიამმა გვითხრა, ფუნქციონალი ეტაპობრივად გამოჩნდება მობილბანკის ყველა მომხმარებელთან და ამისთვის მხოლოდ აპლიკაციის განახლებაა საჭირო. ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ მობილბანკი, მისი გადმოწერა შემდეგი ბმულიდან შეგიძლიათ. ფაქტია, რომ პანდემიის პირობებშიც და მერეც, როცა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით, თანხის მოთხოვნა-გაყოფის ფუნქციონალი ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდება და მნიშვნელოვნად გაგვიმარტივებს ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებულ კომუნიკაციას.
კომენტარები