Gmail-ზე მიბმული ფაილის ჩასწორებას პირდაპირ Inbox-ში შეძლებთ

ფოტო: Engadget.com
Google, ამიერიდან, Microsoft Office დოკუმენტების ჩასწორების შესაძლებლობას შემოგთავაზებთ, მაშინ როცა იგი მეილზე მიბმული ფაილის სახით მოგივათ. ეს ახალი ფუნქცია ახლა Google Workspace-ზე არის ხელმისაწვდომი და მომხმარებელს, პირდაპირ Inbox-ში (შემოსულ შეტყობინებებში) შეუძლია ჩაასწოროს ნებისმიერი დოკუმენტის სახის ფაილი.
ფაილის რედაქტირების შემდგომ, რომელიც ხდება “edit” ღილაკზე დაჭერით, Gmail ავტომატურად შემოგთავაზებთ დოკუმენტის გაზიარებას/გაგზავნას.

"როდესაც თქვენ მიიღებთ დოკუმენტს Word-ის სახით, შეგიძლიათ იქვე დაიწყოთ რედაქტირება და შემდეგ შეინახოთ ისე, რომ Word-ის ფორმატი არ დაზიანდეს. ამის შემდეგ კი, ყოველგვარი შესწორებული დოკუმენტის გადმოწერისა და მისი ძებნის გარეშე, პირდაპირ გააგზავნით განახლებულ, ჩასწორებულ ფაილს", — აცხადებს Google.
მოცემული განახლება მალე იქნება ხელმისაწვდომი, საშუალოდ, 2 კვირაში კი, ყველას განახლებული Gmail ექნება. ჯერჯერობით, ზუსტად არ ვიცით, კომპანია სტანდარტულ Gmail-ზეც შემოგვთავაზებს ამ ფუნქციას თუ მხოლოდ Google Workspace-ზე. თუმცა, სავარაუდოა, რომ ასე იქნება.
კომენტარები