Apple-ის MagSafe Duo დამტენზე 29 ვატიან ადაპტერს ვერ გამოიყენებთ
კომპანია Apple-მა გამოაქვეყნა ინსტრუქციები, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ Magsafe Duo Charger, ხოლო ერთ-ერთი პუნქტი შეიძლება არც ისეთი სასიამოვნო იყოს ამ პროდუქტის მომხმარებლებისთვის.
სხვადასხვა წყაროები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ კომპანიის საკუთრი 29 ვატიანი USB-C დენის ადაპტერი (power adapter) არ მოერგება მოწყობილობას. ტექ გიგანტმა 2018 წელს გამოუშვა 30 ვატიანი დამტენი და ახლა მომხმარებელს თუ მისი ძველი ვერსია აქვს, მოუწევს ახალი შეიძინოს. სხვა შემთხვევაში პროდუქტი Magsafe Duo Charger არ იმუშავებს.
Magsafe-ს ორჯერ სწრაფად შეუძლია მიაწოდოს მოწყობილობებს ენერგია, ვიდრე ჩვეულებრივ, სტანდარტულ Qi დამტენებს. მას ასევე სჭირდება USB ადაპტერი, რომელსაც 3.0 სიჩქარის გადაცემის ფუნქცია ექნება. ეს იმას ნიშნავს, რომ ძველი ადაპტერები საკმარის ენერგიას ვერ მიაწოდებენ Magsafe Duo Charger-ს და ის ვერ შეძლებს მოწყობილობების დატენვას.
Apple-მა Magsafe პირველად ამ წლის ოქტომბრის ღონისძიებაზე წარადგინა, თუმცა მისი ყიდვა დეკემბრიდან გახდა შესაძლებელი, მისი ფასი კი $129-ია. მას შეუძლია 2 მოწყობილობის ერთად დამუხტვა, იგი ასევე მუშაობს Apple Watch-ზე. მართალია Magsafe Duo 29 ვატიან ადაპტერზე არ იმუშავებს, თუმცა მას კვლავ შეუძლია მუშაობა 27 ვატიან და 20 ვატიან ადაპტერებზე.
კომენტარები