CYBERPUNK-ის შექმნელის თქმით, თამაში გვაფრთხილებს დისტოპიური მომავლის მოახლოების შესახებ
ნანატრი თამაში — Cyberpunk 2077 საბოლოოდ გამოვიდა, მოთამაშეები, მსოფლიოს მაშტაბით, მზად არიან ჩაერთონ მოქმედებებით ტრილერში, რომელიც დისტოპიურ სამყაროში ვითარდება და ძალიან რთულია მასში ჩვენს სამყაროსთან მსგავსების დანახვა. თუმცა, მისი შემქმნელი ასე არ ფიქრობს.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ თამაში ემყარება Dungeons and Dragons-ის სამაგიდო თამაშების სერიას, რომელიც თარიღდება 1980-იანი წლებით, თამაშის შემქმნელი და დიზაინერი მაიკ პონდსმიტი, გვთავაზობს საკუთარ ანალიზს მის შესახებ.
"თამაშები ითვალისწინებს გაფრთხილებას, შესაძლო დისტოპიური მომავლის მოახლოებისა და არა მისწრაფებას მსგავსი მომავლისკენ", — განაცხადა პონდსმიტმა BBC-სთან.
თამაში ასახულია ღამის ქალაქის მწვავე სურათი, გამოგონილი და ექსპანსიური მეტროპოლიის, რომელიც ხარბი მეგაკორპორაციებით, არალეგალური კიბერნეტიკური დამხმარე საშუალებებითა და უამრავი ძალადობით არის გაჟღენთილი.
პონდსმიტის თქმით, თამაში ასევე არის საზოგადოებისა და ტექნოლოგიების გაუარესებული ურთიერთობის კარგი მაგალთი.
"CYBERPUNK არის დისტოპიური, მომავალის ამსახველი თამაში, რომელიც დაახლოებით, ხუთი წუთით არის დაშორებული ჩვენი დღევანდელი რეალობისგან", — განუცხადა პონდსმიტმა კორესპოდენტს. დამატებით განმარტა რომ: "ტექნოლოგია ორიოდე საფეხურით მაღლა დგას ჩვენს სამყაროსთან შედარებით, მაგრამ CYBERPUNK-ის სამყაროში ტექნოლოგია არ არის სასარგებლო ადამიანებისთვის. დისტოპიურ სამყაროში დაბინძურება და დანაშაული მძვინვარებს, სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა უბრალოდ ჩვეულებრივი რამაა."
ეს დისტოპიური მომავალი, პონდსმიტის აზრით, მხოლოდ გარემოს საშიშ სურათს არ ქმნის. "რაღაც მომენტში, თქვენ შეხედავთ თქვენი პერსონაჟის ხელებს და იტყვით, "ვაჰ, ჩემი ხელები ლითონისფრად მოჩანს იდაყვამდე?" ეს რაღაც საშინელებაა".
პონდსმიტმა ასევე თქვა, რომ ის გრძნობს, რომ "თითქოს კაცობრიობას დრო გვეწურება, და უნდა დავიწყოთ ჩვენი მოქმედებების ერთობლივი დაგეგმვა." მიუხედავად თამაშებში აღწერილი საშინელი მომავლისა და გამოთქმული მოსაზრებებისა, თამაშის შემქმნელი მაინც ამბობს, რომ ის ოპტიმისტურად არის განწყობილი და ამჩნევს "ნიშნებს, რომ ხალხი მსგავს რამეს სინამდვილეში არ დაუშვებს".
კომენტარები