Apple-მა ახალი ყურსასმენები — AirPods Max წარადგინა, რომელიც 549 დოლარი ღირს
დღეს Apple-მა ახალი პროდუქტი — AirPods Max წარადგინა. დიზაინის გარდა, ახალი ყურსასმენები Apple-ის სხვა პროდუქციისგან იმითაც განსხვავდება, რომ აქვს ხმაურის დახშობის ფუნქცია. ერთ სრულ დამუხტვაზე ეს ყურსასმენები 20 საათს გაგიძლებთ, მისი ფასი კი 549 დოლარია.
მომხმარებლებს AirPods Max-ის წინასწარი შეკვეთა უკვე შეუძლიათ, მის შეძენასა და მიღებას კი 15 დეკემბრიდან შეძლებენ. მათ არჩევანის გაკეთება ხუთ ფერს შორის მოუწევთ — ნაცრისფერი, ვერცხლისფერი, ლურჯი, მწვანე და ვარდისფერი.
როგორც Apple-ის განცხადებაში ვკითხულობთ, მოწყობილობაში გამოყენებულია “აკუსტიკური დიზაინი”, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის, სუფთა და მაღალი სიხშირის ბასების მიღებას, რაც საშუალებას გვაძლევს, AirPods Max-ით კომპოზიციის უკლებლივ ყველა ნოტი უნაკლოდ მოვისმინოთ. მოწყობილობაში ვხვდებით უკვე ნაცნობ ფუნქციებსაც, როგორიცაა EQ, გამჭვირვალობის რეჟიმი, სივრცული აუდიოსა და აუდიოს გაზიარების ფუნქცია. გარდა ამისა, AirPods Max-ით მომხმარებელი შეძლებს ხმის კონტროლს, აუდიოს დაპაუზებას, კომპოზიციების გამოტოვებას, სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემასა თუ Apple-ის ხმოვან ასისტენტ Siri-სთვის კითხვის დასმას.
როგორც უკვე ვთქვით, AirPods Max-ის ელემენტი, ერთ სრულ დამუხტვაზე, 20 საათს ძლებს, მის დასამუხტად Lightning კონექტორი დაგჭირდებათ (რომელიც ცალკე, 35 დოლარად იყიდება). თუ ეს ყურსასმენები დაგიჯდათ და სადმე გეჩქარებათ, 5 წუთის განმავლობაში შეძლებთ ის 90 წუთის სამყოფი ენერგიით დამუხტოთ.
აღსანიშნავია, რომ AirPods Max ავტომატურად აპაუზებს აუდიოს, როცა მას ყურებიდან იხსნით და აგრძელებს მას იმ მომენტიდან, სადაც მოხსნის დროს გაწყდა მუსიკა. გარდა ამისა, მოწყობილობას მოყვება "ჭკვიანი ქეისი", რომელში მოთავსების შემდეგაც AirPods Max-ის ენერგიის დამზოგველი რეჟიმი ირთვება.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.
კომენტარები