თუ ოდესმე გსურდათ, ფასიანი აპლიკაცია მხოლოდ ერთხელ გეყიდათ და ოჯახის წევრებისთვისაც ზედმეტი გადასახადების გარეშე გაგეზიარებინათ, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა.

დღემდე, App Store-ში ფასიანი აპლიკაცია ოჯახის ყველა წევრს ცალ-ცალკე უნდა შეეძინა. დღეიდან კი, დეველოპერებს, რომლებიც App Store-ზე აპლიკაციებს ტვირთავენ, თავიანთ პანელზე ექნებათ სპეციალური ღილაკი, რომლის ჩართვის შემთხვევაშიც, ავტომატურად აძლევენ მომხმარებლებს პროდუქტის ლიცენზიის ოჯახის წევრებისთვის უფასოდ გაზიარების უფლებას. მაგალითად, თუ შეიძინეთ რომელიმე აპლიკაციის პრო ვერსია, რომელსაც რეკლამები არ აქვს და მეტ ფუნქციას გთავაზობთ, იმუშავებს ლიცენზიის გაზიარების ფუნქცია ოჯახის წევრებზე.

ამ ფუნქციის გამოყენება ძალიან მარტივად შეგეძლებათ, როდესაც იყიდით აპლიკაციის ლიცენზიას, უბრალოდ გადახვალთ გამოწერების გვერდზე და დააჭერთ ოჯახთან გაზიარების ღილაკს. თუ თქვენ ვერ იპოვეთ ზემოთ ხსენებული ფუნქცია პროგრამის პარამეტრებში, მაშინ რამდენიმე კვირის შემდეგ შეამოწმეთ. ეს ჯერ ახალი შესაძლებლობაა, ამიტომ, დეველოპერების მხრიდან მის გააქტიურებას დრო სჭირდება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.