Cyberpunk 2077 ბოლო პერიოდის ერთ-ერთი გამორჩეული ვიდეოთამაშია. ის 10 დეკემბერს გამოვა და გეიმერები მას მოუთმენლად ელიან.

როგორც აღმოჩნდა, კომპანია CD Projekt Red-ის თამაში სავსეა ისტერ ეგებით, რისი გაშიფვრაც მოთამაშეებს, სავარაუდოდ, თვეების განმავლობაში მოუწევთ. მაგალითად, თამაშის ადრეულმა მიმომხილველებმა დააფიქსირეს არაპლეერი პერსონაჟი, რომელიც გასაოცრად ჰგავს SpaceX–ის აღმასრულებელ დირექტორს, ილონ მასკს.

CNET–ის თანახმად, მასკის მსგავსი მისტიკური პერსონაჟისა და თამაშის მთავარი პროტაგონისტის სიუჟეტური ხაზი გადაიკვეთა საზოგადოებრივ საპირფარეშოში, სადაც მთავარი გმირის დავალებაა, ილონ მასკის მსგავსი, არაპლეერი პერსონაჟის მოშორება.

მასკისთვის გასაკვირი არ იქნებოდა თამაშში გამოჩენა. რადგან, მისი პარტნიორი, ცნობილი მუსიკოსი გრიმსი, საკუთარ როლს ასრულებს თამაშში, როგორც როკ-ჯგუფის წამყვანი ვოკალისტი.

მასკის ელექტრომობილების კომპანიასაც, შესაძლოა, ჰქონდეს საკუთარი კამეო Cyberpunk-ში. 2019 წელს Twitter-ზე, ტვიტების გაცვლა მოხდა, ვიდეოთამაშის ოფიციალურ ანგარიშსა და მასკს შორის, რაც მიუთითებს, რომ მოთამაშეები შესაძლოა, მალე შეხვდნენ ტესლას ნანტრ ელექტროპიკაპს სახელწოდებით — Cybertruck.

ილონ მასკის ტვიტზე, სადაც მასკი Cybertruck-ის ფოტოს ასაჯაროებს, სიტყვებით: "არავინ არ ელის Cybertruck-ს.", Cyberpunk-ის ოფიციალური ანგარიშით, CD Projekt Red-მა უპასუხა "ჩვენ გარიგება გვქონდა, ილონ.", რაზეც კომპანიამ მასკის პასუხი მიიღო: "იხილავთ, 2077 წელს." ამ პასუხის დაკავშირება კი ამ თამაშთან, სახელად Cyberpunk 2077, საკმაოდ მარტივია