შეწყვიტეთ დროის ფლანგვა — ახალი აპლიკაცია სმარტფონზე დამოკიდებულების დაძლევაში დაგეხმარებათ
დღესდღეობით, ძალიან მარტივია ჩვენს მოწყობილობებზე დამოკიდებული გავხდეთ და დავივიწოთ სხვა ყველაფერი ცხოვრებაში. ინტერნეტი ძალიან ჩამთრევი რამეა, თუმცა, ასობით წელი არ იქნება საკმარისი ინტერნეტში ინფორმაციის სრულად გასაცნობად. ერთ-ერთი აპლიკაცია კი თვითკონტროლის გაუმჯობესებასა და ტელეფონზე ნაკლებად დამოკიდებულების მიღწევაში დაგვეხმარება და მას Stop Wasting Time ჰქვია.
რა შეუძლია ამ აპლიკაციას?
თქვენ ამ აპლიკაციის დახმარებით შეგიძლიათ მარტივად ჩამოწეროთ სია, თუ რისი გაკეთება გსურთ დღის განმავლობაში.
შეგიძლიათ, მონიშნოთ გარკვეული პერიოდი და სმარტფონი სწორედ მონიშნულ დროს დაგიბლოკავთ ყველა არასაჭირო, ხელისშემშლელ აპლიკაციას.
ტელეფონი დაგეხმარებათ მუდმივ კონცენტრირებაში.
ავტომატურად დააყენებს კითხვის რეჟიმს, როგორც კი მოსაღამოვდება
აპლიკაცია ასევე გიჩვენებთ, თუ დღის განმავლობაში რა პროგრამები გამოიყენეთ აქტიურად, ასევე გთავაზობთ პროგრამის დამატებას თეთრ სიაში, რის შემდეგაც ტელეფონს გარკვეული დროით ბლოკავთ და მხოლოთ თეთრ სიაში მყოფ აპლიკაციაზე გაქვთ წვდობა.
გარდა ამისა, შესაძლოა რაიმე სასწრაფო საქმე გამოგიჩნდათ, რომელიც მალევე უნდა მოგვარდეს. ერთ-ერთი ფუნქციის საშუალებით კი, ტელეფონი 30 წამიდან 2 წუთამდე დროს მოგცემთ, რომ თქვენს მეგობარს მალევე მისწეროთ, ან დაურეკოთ.
დაბოლოს, აპლიკაცია სახელად "შეწყვიტეთ დროის ფლანგვა" გაგაფრთხილებთ ტელეფონის ზედმეტად გამოყენებისას. მაგალითად, 30 წუთიანი გამოყენების შემდგომ, პროგრამა გაგაფრთხილებთ, რომ ცოტა ხნით გარეთ გაისეირნოთ და წყალიც დალიოთ.
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android-ის მომხმარებლებისთვის, რომლებიც გადმოსაწერად შემდეგ ბმულს უნდა ეწვიონ.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.
კომენტარები