ჩინეთმა Chang’e-5-ის მთვარეზე დაშვების ვიდეო გაავრცელა
ჩინეთმა დღეს გამოაქვეყნა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, როგორ დაეშვა Chang’e-5-ის კოსმოსური ხომალდი მთვარის ახლო მხარის ზედაპირზე. კადრებში ვხედავთ უამრავ კრატერს, რომელთაგანაც ერთ-ერთზე Chang’e-5 ეშვება. ჩინეთს, ამჟამად, სამი Chang’e-5-ის ტიპის როვერი ჰყავს მთვარის ზედაპირზე. როგორც The New York Times-მა აღნიშნა, 1976 წლის შემდეგ, ჩინეთი პირველი იქნება, რომელმაც მთვარის ზედაპირზე უსაფრთხო დაჯდომა შეძლო.
Chang’e-5, ამჟამად, მთვარის მასალების მოპოვების პროცესშია, აღნიშნულ პროცეს ჩინური აპარატი, მთვარის ჩრდილო–დასავლეთ ნაწილში, იზოლირებული ვულკანურ წარმონაქმნად წოდებულ მონს რამკერის ტერიტორიაზე, ბაზალტის ლავის მასიურ ვაკეში ახორციელებს. ამ მონაკვეთის ქანები მილიარდობით წლით უმცროსია, ვიდრე აპოლონის ასტრონავტების მიერ, 1970-იან წლებში მოპოვებული მასალები. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მთვარის ამ რეგიონის ნიმუშები კაცობრიობას დაეხმარება ჩვენი თანამგზავრის ისტორიის უკეთ გაგებაში.
კომენტარები