თანამედროვე მეწარმეობის დამფუძნებელი — სტივ ბლანკი სტარტაპ გაინდის სპიკერი იქნება
10-12 დეკემბერს, თბილისი სტარტაპ გრაინდის ონლაინ ტექნოლოგიურ კონფერენციას მასპინძლობს. ღონისძიება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით იმართება და თავს მოუყრის 5 000-ზე მეტ მონაწილეს და სტარტაპებს 50-მდე ქვეყნიდან. 100-ზე მეტ საერთაშორისო სპიკერთან ერთად, ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი გამომსვლელი, სილიკონ ველის ანტრეპრენერი, სტივ ბლანკი იქნება.
სტივ ბლანკის მრავალწლიანი გამოცდილება არაერთ ინოვაციურ კომპანიასა და წარმატებულ პროექტს უკავშირდება. მას თანამედროვე ანტრეპრენერობის მამასაც უწოდებენ და განიხილავენ, როგორ ერთ-ერთ საუკეთესო მრჩეველს სტარტაპ ინდუსტრიაში. სწორედ სტივ ბლენკმა შეცვალა მიდგომები, თუ როგორ ისწავლება მეწარმეობა, როგორ იქმნებიან თანამედროვე სტარტაპები და როგორ შეიძლება მეცნიერების კომერციალიზება. მას ეკუთვნის Lean Startup მოძრაობის შექმნა და მისივე ავტორობით გამოიცა სახელმძღვანელო სტარტაპებისთვის "ოთხი ნაბიჯი შემეცნებამდე". მისი რჩევები უდევს საფუძვლად არაერთი კომპანიისა თუ მთავრობის ხედვას ინოვაციების კუთხით.
სტივ ბლენკის მიერ დაფუძნებული კომპანიები ძირითადად ტექნოლოგიების დარგში ოპერირებენ. მათ შორის არიან (1) Convergent Technologies, რომელიც კომპანია Pixar-ის გრაფიკულ აღჭურვილობასა და პროგრამულ უზრუნველოფაზეა პასუხისმგებელი, (2) SuperMac, რომელიც სამხედრო დაზვერვის სისტემებს ქმნის, (3) ვიდეო თამაშების კომპანია Rocket Science Games და სხვა მრავალი.
სტივი არაერთი წიგნის ავტორია. მის "ეპიფანიის ოთხ ნაბიჯს" სტარტაპერების სახელმძღვანელოდ მოიხსენებენ. ის ასწავლის სტენფორდის, კოლუმბიის, ბერკლის და ნიუ იორკის უნივერსიტეტებში და დაფუძნებული აქვს ფონდები მეცნიერების, ინოვაციებისა და სამხედრო თავდაცვის მხარდასაჭერად.
სტარტაპ გრაინდის ევროპა-აზიის ტექნოლოგიური კონფერენცია საქართველოს ბანკთან, აჭარაბეთთან და სილიკონ ველის აქსელერატორთან, USMAC-თან პარტნიორობით ხორციელდება. სამდღიან ვირტუალურ ღონისძიებზე სტივ ბლანკთან ერთად, გამომსვლელები იქნებიან მარკეტინგის გურუ — გაი კავასაკი, Treasure Data-ს დამფუძნებელი — ბილ ტაი, კომპანია Oracle-ის ვიცე-პრეზიდენტი, ლუკ კოვალსკი და სხვები.
ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. Early Bird ბილეთების შეძენა შესაძლებელია 3 დეკემბრამდე ვებგვერდზე — startupgrind.ge.
კომენტარები