Facebook-ის ახალი ფუნქციით საკვებითა თუ ნივთებით სხვების დახმარებას, ან დახმარების მოთხოვნას შეძლებთ
დღეს სოციალურმა ქსელმა Facebook განაცხადა ახალი ფუნქციის დამატების შესახებ. ეს არის ფუნქცია სახელად Drives, რომელიც შეიძლება მორიგი ღრუბლოვანი სერვისი გეგონოთ, თუმცა ის Clothing Drive და Food Drive სერვისი უფროა, რაც გულისხმობს, რომ მისი მიზანია მომხმარებლისგან შემოწირულობების მიღება. უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ შემთხვევაში, საუბარია არა ფულად შემოწირულობაზე, არამედ რეალურ ნივთებზე.
მოცემული ფუნქცია, რომელიც ჯერჯერობით, შეერთებულ შტატებში გააქტიურდება, Facebook აპლიკაციაში, დახმარების ცენტრის გვერდზე განთავსდება. მასზე გადასვლას FB ძიების ფუნქციის გამოყენებით შეძლებთ დახმარებას მოთხოვნას, ან გამოხატავთ სურვილს, ნივთებითა თუ საკვებით სხვას დაეხმაროთ.
ამისთვის ავსებთ ამ კატეგორიისთვის შექმნილ დოკუმენტს, რომელშიც, მაგალითად, ჩაწერთ რამდენი ნივთის მიღება ან გაცემა გსურთ. როდესაც უკვე დარეგისტრირდება თქვენი მოთხოვნა, მოგენიჭებათ Tracker, რაც ნიშნავს იმას, რომ მუდმივად საქმის კურსში იქნებით, თუ რამდენი გასაცემი/შესაგროვებელი ნივთი გაქვთ დარჩენილი.
Drives დღეიდან შეერთებულ შტატებშია ხელმისაწვდომი და რამდენიმე კვირაში, სავარაუდოდ წლის ბოლოს, იგი საერთაშორისოდ ამუშავდება.
კომენტარები