Comedy Wildlife Photography Awards 2020 გლობალური შეჯიბრია, რომელიც 2015 წლიდან ტარდება და მიზნად ისახავს ადამიანებში ველური ბუნების კონსერვაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ამას კი იუმორისტული ფოტოების კონკურსის სახით ახერხებს. შეჯიბრზე, რომელიც Born Free-სთან თანამშრომლობით ტარდება, გამარჯვებული უკვე გამოვლინდა.

კონკურსში სულ 7000 ფოტოსურათი მონაწილეობდა, გამარჯვებული კი კუ ტერის ფოტოა, რომელიც მარკ ფიცპატრიკს ეკუთვნის. "მე ტერისთან ერთად დიდ ბარიერულ რიფზე, ლედი ელიოტის კუნძულთან ახლოს ვცურავდი, როცა ეს სასაცილო კადრი დავაფიქსირე", ამბობს მარკი. მისმა სურათმა "წყალქვეშა ქმნილებების" კონკურსის ჯილდოც დაიმსახურა.

ფოტო: Live Science

"საოცარი იყო ხალხის რეაქციის დანახვა ტერის ფოტოზე. მან უამრავი ადამიანი გაამხიარულა, ეს კი წელს ყველას გვჭირდება. რაც მთავარია, ფოტო მნიშვნელოვან მესიჯს ავრცელებს ველური ბუნების კონსერვაციის შესახებ", განაცხადა ფიცპატრიკმა. იმედია, კუ ტერი მეტ ადამიანს დააფიქრებს იმაზე, თუ რამდენადაა დამოკიდებული ბუნების მრავალფეროვნება ჩვენზე და თუ რისი გაკეთება შეგვიძლია მის გადასარჩენად. ფიცპატრიკი აღნიშნავს, რომ შემდეგ ჯერზე, როცა იგი კუს ლედი ელიოტის კუნძულთან შეხვდება, ეს ჯილდო მას კარგ ხასიათზე დააყენებს!

თქვენ კი შეგიძლიათ დღე კონკურსის სხვა ფინალისტების თვალიერებით გაიხალისოთ.

ფოტო: https://kottke.org