Huawei-მ Mate 40 სერიის ახალი სმარტფონები წარადგინა
კომპანია Huawei-მ ონლაინ პრეზენტაციაზე ახალი ფლაგმანური სმარტფონები — Mate 40, Mate 40 Pro და Mate 40 Pro + წარადგინა, რომლებმაც წინამორბედებისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული დიზაინი მიიღეს.
აღნიშნული ფლაგმანები აღჭურვილია უახლესი პროცესორებითა და მძლავრი კამერებით, თუმცა ამ მოდელებში თქვენ ვეღარ ისარგებლებთ გუგლის სერვისებით.
Huawei Mate 40 Pro აღჭურვილია ჩიპსეტ Kirin 9000-ით, რომელიც 5 ნანომეტრიანი ტექნოლოგიითაა დამზადებული, რომელსაც Cortex-A77-ის 4 ბირთვი (3,13 გჰც თითო) და A55 ტიპის კიდევ 4 ბირთვი აქვს.
გრაფიკული პროცესორის სახით, ფლაგმანში 24-ბირთვიანი Mali-G78 არის წარმოდგენილი. სმარტფონს აქვს 5G მობილური კავშირისა და Wi-Fi 6+ ქსელის მხარდაჭერა — შესაბამისად, ის160 მეგაჰერციან სიხშირეზეც უპრობლემოდ იმუშავებს.
Huawei Mate Pro აღჭურვილია 6,76-დიუმიანი OLED-ეკრანით, რომლის გაფართოებაც 2772x1344 შეადგენს. მას გააჩნია ეკრანქვეშა თითის ანაბეჭდის სენსორი, ხოლო თავად დისპლეის განახლების სიხშირე 90 ჰერცს შეადგენს. საბაზისო Mate 40-ის ეკრანის დიაგონალი 6,5 დიუმია, ხოლო გაფართოება - 2376x1080 პიქსელზე. ორივე მოდელს Always On Display ფუნქციის მხარდაჭერაც აქვს.
Mate 40 Pro-ს 3 კამერა აქვს — ძირითადი, 40 მპ-იანი, 12 მპ-იანი ტელეფოტო კამერა 5-მაგი ოპტიკური ზუმით და ფართოკუთხოვანი 20 მპ-იანი ლინზა, რომელიც ვიდეოს გადაღებისთვის გამოიყენება. გარდა ამისა, სმარტფონს გააჩნია 3D კამერა, რომელიც სახის სკანირებისთვისაა საჭირო. სმარტფონის ძირითად კამერას 4K ვიდეოს გადაღების მხარდაჭერა აქვს, რომლის სისწრაფეც წამში 60 კადრს შეადგენს. რაც შეეხება Slow mo გადაღებას — სმარტფონი შენელებულ ვიდეოს 1080p გაფართოებით და წამში 480 კადრის სიჩქარით იღებს. გარდა ამისა, სმარტფონს აქვს თვალის აღქმის სენსორი, რომელიც მარტივად აღიქვამს იმ მომენტს, როცა ადამიანი სმარტფონის ეკრანს უყურებს და ამის შესაბამისად მოქმედებს.
საბაზისო Mate 40 აღჭურვილია 50 მპ-იანი ძირითადი, 16 მპ-იანი და მესამე 8 მპ-იანი ლინზით, რომელსაც სამმაგი ოპტიკური ზუმის მხარდაჭერა აქვს.
სმარტფონის სერიაში 4400 მილიამპერიან ელემენტს შეხვდებით, რომელიც წინამორბედთან შედარებით, ბევრად სწრაფად იმუხტება.
რაც შეეხება საბაზისო Mate 40-ს — მან პროცესორის შედარებით მსუბუქი ვერსია — Kirin 9000E და 4200 მილიამპერიანი ელემენტი მიიღო, რომელსაც 40-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერა აქვს. აღსანიშნავია, რომ სმარტფონის ამ მოდელში უსადენო დამუხტვა მიუწვდომელია.
განახლებული სმარტფონების ყველა მოდელს გააჩნია 13 მპ-იანი წინა კამერა კადრის სიღრმის სენსორით, რომელიც EMUI 11-ის უკონტაქტო, ჟესტური მართვისა და სახით სმარტფონის განბლოკვის საშუალებას იძლევა.
კომენტარები