რა აღმოაჩინა NASA-მ მთვარეზე - 26 ოქტომბერს სპეციალური კონფერენცია გაიმართება
26 ოქტომბერს NASA SOFIA-ს (Stratospheric Observatory for Infrared Astronomy) მიერ გაკეთებულ აღმოჩენებზე ისაუბრებს, რომელიც მთვარეს შეეხება. კონფერენციის აუდიო ვერსია სააგენტოს ვებგევრდზე განთავსდება.
ახალი აღმოჩენა NASA-ს მთვარის უკეთ შესწავლასა და ბუნებრივ თანამგზავრზე მისიების განხორციელებაში დაეხმარება. არტემისის პროგრამის ფარგლებში, სააგენტო მთვარეზე 2024 წლისთვის ადამიანებს გაუშვებს და ეს ერთგვარი შესამზადებელი პროცესი იქნება იმისათვის, რომ 2030 წლისთვის ადამიანმა მარსზეც დადგას ფეხი. მთვარის შესწავლა ასევე იმაშიც გვეხმარება, რომ მზის სისტემის შესახებ მეტი რამ გავიგოთ.
26 ოქტომბრის კონფერენციის მონაწილეები არიან:
- NASA-ს ვაშინგტონის შტაბის ასტროფიზიკის განყოფილების ხელმძღვანელი პოლ ჰარცი;
- NASA-ს მისიების მოსამზადებელი განყოფილების მთავარი მეცნიერი იაკობ ბლეჩერი;
- გოდარდის კოსმოსური ფრენის ცენტრის წევრი - კეისი ჰონიბოლი;
- SOFIA-ს პროექტების მეცნიერი - ნასიმ რანგველი.
SOFIA მსოფლიოში ყველაზე დიდი საჰაერო ობსერვატორიაა, იგი თავისი უზარმაზარი ტელესკოპით მზის სისტემაში არსებულ ობიექტებსა და სამყაროს სხვა წერტილებს აკვირდება. მისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, SOFIA-ს ინფრაწითელ ტალღებზე დაკვირვება და შესაბამისად, ისეთi რაღაცების დანახვა შეუძლია, რისი დაფიქსირებაც ხილულ სინათლეზე შეუძლებელია.
კომენტარები