ქართული ელექტრო სადენზიფექციო აპარატი SterilePro, რომლის შეძენაც მალე შეგეძლებათ
კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში, ჰიგიენური ნორმების დაცვა განსაკუთრებულად საჭირო გახდა. შესაბამისად, ყოველდღიურად გამოყენებადი ნივთების თუ სხვადასხვა ზედაპირის დეზინფიცირება უამრავი ადამიანისთვის ახალ საჭიროებად იქცა. დეზინფექციის ჩატარების ბევრი გზა არსებობს, თუმცა მათ შორის ყველაზე ინოვაციური და უსაფრთხო ელექტრო სადენზიფექციო მოწყობილობებია, რომლებიც უცხოურ ბაზარზე საკმაო პოპულარობით სარგებლობს. ახლახან კი მსგავსი მოწყობილობა საქართველოშიც გამოჩნდა — SterilePro, რომელიც სულ მალე გაყიდვაში ჩაეშვება.
SterilePro-ს მუშაობის პრინციპი სკამაოდ მარტივია: მას მხოლოდ ერთი ღილაკი აქვს, რომელზეც მოკლე დაჭერის დროსაც პირველი რეჟიმი აქტიურდება. ამ დროს შესაძლებელია გაჯეტების, ტელეფონების, პლასტიკური ბარათების, ფულის კუპიურებისა და სხვა მცირე ზომის საგნების დეზინფიცირება. იმავე ღილაკზე ხანგრძლივი დაჭერის დროს კი (3 წამი) მეორე რეჟიმი აქტიურდება, რომელიც ბევრად ღრმა დეზინფიცირებისთვისაა განკუთვნილი (მაგალითად, ქსოვილების, დამცავი ნიღბის/პირბადის დეზინფექცია).
SterilePro-ს შემქმნელის - დავით მიზანდარის თქმით, მოწყობილობა ოზონს არ გამოყოფს, შესაბამისად, მისი სახლში და პატარა სივრცეებში გამოყენება უსაფრთხოა. SterilePro სრულად საქართველოში მზადდება. მოწყობილობის გარკვეული ნაწილების წარმოება მაღალტექნოლოგიურ ქარხანაში - KAYA-ში ხდება, ელექტრონულ მხარეს კი აპარატის შემქნელი გუნდი ამზადებს. ამის შემდეგ, ხდება მოწყობილობის აწყობა, ტესტირება და ხარისხის კონტროლი.
ასევე აღსანიშნავია, რომ მოწყობილობას ლუგარის ლაბორატორიაში მრავალი შემოწმება აქვს ჩატარებული. იმ გერმიციდულ ნათურებს კი, რომლებიც აპარატის აწყობის დროს გამოიყენება, საკუთარი ლაბორატორიული დასკვნები ახლავს თან.
როგორც აღვნიშნეთ, ელექტრო დეზინფექციის მოწყობილობები უცხოურ ბაზარზე ძალიან პოპულარულია, ამის მიზეზი კი მისი უამრავი უპირატესობაა.
"საგნების დეზინფექცია ხდება მშრალი მეთოდით მოკლდე დროში. არ არის აუცილებელი, რომ ტელეფონი, კუპიურები და ა.შ გაავლოთ სპირტიან ან ქლორიან ხსნარში, რომლებიც ხშირად აზიანებენ საფარს ან ელექტრონულ ნაწილებს", — აცხადებს დავით მიზანდარი.
ქართველ მომხმარებელს მოწყობილობის შეძენა, ამჟამად, წინასწარი შეკვეთით შეუძლია და ამ დროს სპეციალური ფასდაკლება მოქმედებს. SterilePro-ს მომხმარებლებამდე მიტანა ნოემბრის ბოლომდე იგეგმება, მისი შეძენა კი საქართველოს ნებისმიერი ადგილიდან იქნება შესაძლებელი. პროდუქტის ფასი 390 ლარს შეადგენს, წინასწარი შეკვეთის შემთხვევაში კი მისი ფასი 288 ლარი იქნება. ფასი კი მიტანის სერვისსაც მოიცავს.
კომენტარები