ანონიმური შეტყობინება Slack-ში — Abot 3.0

პანდემიის პირობებში, დღეს მრავალი კომპანია მუშაობს დისტანციურად და პროცესების სამართავად ორგანიზაციაში ხშირად ისეთი საკომუნიკაციო პლატფორმა გამოიყენება, როგორიც მაგალითად Slack-ია.
ყველაფერთან ერთად, იგი გამორჩეულია იმითაც, რომ აქვს სხვადასხვა ბოტების, ფლაგინებისა და დამატებითი შესაძლებლობების მხარდაჭერა, რაც სამუშაო პროცესს უფრო მოქნილს, საინტერესოსა და ინკლუზიურს ხდის და ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია Abot 3.0-ია. ბოტი, რომელიც თანამშრომელს საშუალებას აძლევს Slack-ში საკუთარი მოსაზრება ან საერთო შეტყობინება ანონიმურად გააგზავნოს. სლექის ფლაგინს, ასევე, ანონიმური გამოკითხვის ჩატარების საშუალებაც აქვს.

იმისთვის, რომ დაიწყოთ სლექში Abot 3.0-ის გამოყენება, გადადით ამ ბმულზე და დააწექით ღილაკს Add to Slack. ფლაგინის ფასი $19-დან იწყება, თუმცა სასწავლო დაწესებულებებისთვის იგი სრულიად უფასოა.
კომენტარები