NASA-ს მთვარეზე კამერის განთავსება უნდა, რომ ხომალდის დაჯდომა გადაიღოს
NASA კამერაზე მუშაობს, რომელიც კოსმოსურ ხომალდს მოწყდება და ციური სხეულის ზედაპირზე დაეშვება, რაც მას ხომალდის დაჯდომის გადაღების საშუალებას მისცემს.
მთვარის ExoCam - ასე ჰქვია ახალ კამერას, რომელიც 2024 წელს NASA-ს Artemis 3-ის მისიის მთვარეზე დაშვებას გადაიღებს. ყოველ შემთხვევაში გეგმა ასეთია. გარდა იმისა, რომ კამერა თვალწარმტაც სანახაობას დააფიქსირებს, NASA-ს აინტერესებს, როგორ მოქმედებს ხომალდის დაშვება მთვარის ზედაპირზე.
ინჟინრები ExoCam-ზე, დაახლოებით, ერთი წელია მუშაობენ. მეცნიერთა გუნდს ჯეისონ მეზილისი ხელმძღვანელობს. ექსპერიმენტების ფარგლებში, მკვლევრებმა კამერა 46 მეტრიდან დაუშვეს და მან სატესტო ხომალდი ქვემოდან გადაიღო.
მეზილისი იმედოვნებს, რომ გადაღების ეს სისტემა მთვარეს გასცდება და უფრო შორეული სამყაროების შესახებ შეუქმნის წარმოდგენას კაცობრიობას. მსგავსი კამერის გამოყენება სატურნის მთვარეზე, ტიტანზე, სავარაუდოდ, ყველაზე საინტერესო იქნება, რადგან ზოგი ექსპერტის ვარაუდით, ტიტანზე შესაძლოა სიცოცხლეც არსებობდეს.
კომენტარები