13 ოქტომბერს გამართულ ღონისძიებაზე Apple-მა iPhone 12 სერიის სმარტფონები წარადგინა. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, სერია გამოირჩევა ეკრანის უფრო მაღალი მდგრადობით — ეკრანის დავარდნისგან დაზიანების მიღების რისკი 4-ჯერაა შემცირებული, რაც კერამიკული დამცავი ფენის დამსახურებაა.

მიკროსკოპის ქვეშ დანახული iPhone 12-ის ეკრანის დამცავი სტრუქტურა

მიკროსკოპის ქვეშ დანახული iPhone 12-ის ეკრანის დამცავი სტრუქტურა

აიფონის HDR ეკრანის სიკაშკაშის მაქსიმალური ნიშნული 1200 ნიტს მიაღწევს, რაც მას ყველაზე ნათელი ეკრანის მქონე აიფონად აქცევს. როგორც ვარაუდობდნენ, iPhone 12-ში წარმოდგენილია ახალი OLED ეკრანი, რომლის პიქსელების სიმჭიდროვე 460 ppi-ს აღწევს.

ახალი სმარტფონის ერთ-ერთ მთავარ სიახლედ რჩება 5G ქსელის მხარდაჭერა, რომელიც თავდაპირველად, Verizon-თან ერთად იქნება ხელმისაწვდომი აშშ-ის ტერიტორიაზე.

5G ქსელისთვის შესაბამის ოპტიმიზაციას მიიღებს სმარტფონის ოპერაციული სისტემა — iOS 14.

ახალი აიფონის პროცესორის ადგილს A14 Bionic ჩიპსეტი დაიკავებს.

გარდა ამისა, გაუმჯობესებულია iPhone 12-ის კამერის მახასიათებლები — 12 მეგაპიქსელიანი და f/1.6 აპერტურის მქონე ლინზა — ეს ახალი კამერის მახასიათებლების მხოლოდ ნაწილია.

iPhone 12 mini — იგივე შესაძლებლობები, მცირე ზომა

iPhone 12 mini-ს ზომა iPhone 8-სთან შედარებით

iPhone 12 mini-ს ზომა iPhone 8-სთან შედარებით

დღეს ჩვენ ვიხილეთ iPhone 12-ის მინი ვერსიაც, რომელიც, კომპანიის წარმომადგენლების თქმით, აღჭურვილია ყველა იმ სიახლით, რაც მიიღო iPhone 12-ის საბაზისო მოდელმა.

iPhone 12-ის და 12 mini-ს ფასები ასეთია:

iPhone 12 Pro/Pro Max — პრემიალური ხარისხი, უფრო დიდი ეკრანი

ახალი აიფონების Pro სეგმენტის მოდელების ეკრანი მათ წინამორბედებთან შედარებით გაიზარდა ისე, რომ პრაქტიკულად არ შეხებია თავად სმარტფონის ზომას. ახალი Super Retina XDR ეკრანი კი უზრუნველყოფს სხვადასხვა გამოსახულებების ყურების ბევრად შთამბეჭდავ გამოცდილებას.


რაც შეეხება კამერას, აქ წარმოდგენილია 4-მაგი ოპტიკური ზუმი და 2 წამიანი სტაბილიზაცია ცუდი განათების მქონე გარემოში.

Dolby Vision, ProRAW, 10 ბიტიანი HDR ვიდეო გადაღება — ეს Pro სერიის კამერის შესაძლებლობების მხოლოდ ნაწილია.

LiDAR სკანერი

ბნელ გარემოში 6-ჯერ უფრო სწრაფი ფოკუსირება, ოთახისა და გარემოს ზუსტი სკანირება — ეს ყველაფერი LiDAR სენსორის დამსახურებაა, რომელიც მხოლოდ Pro სერიაში შეგხვდება.

ფასები

ახალი სმარტფონების ანონსის შემდეგ ცნობილია აიფონების განახლებული ფასები: