Space X-ის მრავალჯერად რაკეტას რუსული კონკურენტი ეყოლება
რუსული კოსმოსური სააგენტო როსკოსმოსი მრავალჯერადი გამოყენების რაკეტის შექმმნას გეგმავს. როგორც ჩანს რუსული სააგენტო ბორბლის ახლიდან გამოგონებას არ აპირებს, რადგან მომავალი მრავალჯერადი რაკეტა Space X-ის Falcon 9-ს ძალიან გავს.
როსკოსმოსმა კონტრაქტი Progress Rocket-ის კოსმოსურ ცენტრთან გააფორმა. ამ უკანასკნელთან თანამშრომლობით კი მომავალი მრავალჯერადი გამოყენების რაკეტის, Amur-SPG-ის დიზაინი შეიქმნა.
მეთანზე მომუშავე რაკეტის კოსმოსში გაშვება 2026 წელს იგეგმება. როსკოსმოსში იმედოვნებენ, რომ თითოეული გაშვება 22 მილიონ დოლარზე მეტი არ დაჯდება. ხოლო მრავალჯერადი გამოყენების რაკეტის სისტემის შემუშავების ხარჯები 880 მილიონ დოლარს არ გადააჭარბებს.
Amur SPG-ს დიზაინი ერთადერთი ფუნქციური მრავალჯერადი გამოყენების რაკეტის, Falcon 9-ს დიზაინს ძალიან გავს. ამ მსგავსების გარდა, რუსულ რაკეტასაც სპეციალური ფეხები ექნება, რომელიც მას ხმელეთზე დაშვებაში დაეხმარება.
Amur-ის რაკეტას 11,6 ტონის აწევის შესაძლებლობა ექნება და ის დედამიწის ქვედა ორბიტას (Low Earth Orbit) მიაღწევს. რაკეტის მრავალჯერადი გამოყენების მიუხედავად, მას ერთჯერადი ძრავი ექნება. როსკოსმოსში უფრო დიდი მოდელის გამოშვებასაც გეგმავენ, რომელიც 13,8 ტონის აწევას შეძლებს.
Falcon 9-ს 25 ტონის აწევა შეუძლია, თუმცა ერთჯერადი ნაწილები მასაც აქვს. ამიტომ Space X სრულად მრავალჯერადი რაკეტის შექმნაზე მუშაობს.
მსგავსებების მიუხედავად, რუსული მრავალჯერადი რაკეტა Falcon-ის ზუსტი ასლი არ იქნება. ის სიმაღლეში 55 მეტრს მიაღწევს, ანუ Space X-ის რაკეტაზე პატარა იქნება, თუმცა ოდნავ უფრო განიერი. ამასთანავე ის მეთან-ჟანგბადის ძრავებს გამოიყენებს.
როსკოსმოსი სხვა სააგენტოების განვითარებული ტექნოლოგიებით ხშირად სარგებლობს. მაგალითად, 1980-იანებში რუსეთში NASA-ს შატლის მსგავსი ბურანი შეიქმნა, რომელმაც მხოლოდ ერთხელ იფრინა.
კომენტარები