JPMorgan ლოიალობის ქულებს სავაჭრო აქტივად გარდაქმნის
JPMorgan ფინტექ სტარტაპთან, Affinity Capital Exchange-სთან თანამშრომლობით ფინანსური აქტივების ახალ ერთეულს ქმნის, რომელიც ლოიალობის ქულებით ვაჭრობას ეფუძნება.
Affinity Capital-ის ტექნოლოგია ლოიალობის ქულებს ჩვეულებრივ ფულად ერთეულად გარდაქმნის, რომელიც შეიძლება გამოიყენონ როგორც საფონდო ბირჟაზე, ასევე - კაპიტალის მოზიდვის მიზნით. აქტივების ახალი კატეგორია სახელწოდებით "სარეზერვო ქულები" წარმატებით იყიდება Affinity Capital Exchange მარკეტში.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ავიაკომპანიები, სასტუმროები და სხვა მსხვილი ოპერატორები, რომლებსაც საკუთარი ლოიალობის სისტემა აქვთ, შეძლებენ აღნიშნული პორტფელი კაპიტალის, ინვესტიციებისა და პარტნიორების მოსაზიდად გამოიყენონ.
2020 წლის იანვრის მდგომარეობით, ტოპ 100 ავიაკომპანიის ლოიალობის პროგრამების ჯამურმა ღირებულებამ $200 მილიარდს მიაღწია.
"ჩვენ მუდმივად ვეძებთ ინოვაციურ გზებს ჩვენი პარტნიორების მხარდასაჭერად, რაც მათ ბიზნესის სტრატეგიულ განვითარებასა და ღირებულების შექმნაში ეხმარება", — აცხადებს JPMorgan-ის საინვესტიციო ბანკის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ჯიმ კეისი, — "Affinity Capital Exchange-ის დახმარებით ჩვენ მომხმარებლებს და საოპერაციო პარტნიორებს ახალი ღირებულების გენერირების უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ".
კომენტარები