ქართულმა ფინტექ სტარტაპმა, Optio.AI-მ 650 000-ლარიანი გრანტი მოიპოვა
ფინანსურ ტექნოლოგიებში მომუშავე ქართულმა სტარტაპმა Optio.AI, საერთაშორისო საინვესტიციო კომიტეტთან ხანგრძლივი სამუშაო პროცესის შედეგად, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს გრანტის სახით 650 000 ლარი მიიღო. Optio.Ai კერძო ინვესტიციების მოზიდვასაც გეგმავს, რაც ფინტექ კომპანიას ფინანსური ინსტიტუტებისათვის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მაღალტექნოლოგიური პროდუქტების განვითარებაში დაეხმარება.
თანადაფინანსების გრანტი ხელს უწყობს საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას და ეხმარება მათ კერძო ინვესტიციების მოზიდვაში. Optio.AI ერთ-ერთია იმ წარმატებულ სტარტაპებს შორის, რომლებმაც აღნიშნული გრანტი მოიპოვეს.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანია უკვე წარმოდგენილია საქართველოს ორ უმსხვილეს ბანკში, 650 000-ლარიანი გრანტი და დამატებითი კერძო ინვესტიციები Optio.AI-ისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი ინოვაციური პროდუქტების განვითარებისა და სამომავლოდ, საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად.
შეგახსენებთ, რომ Optio.Ai თავდაპირველად პირადი ფინანსების მართვის სისტემის შექმნით დაიწყო და დღეს უკვე ფინანსურ ინსტიტუტებს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ მაღალტექნოლოგიურ პროდუქტებს სთავაზობს.
კომენტარები