მეტი ანალიტიკა ტიკტოკზე — Tiklytics
თუ აქტიურად ქმნით კონტენტს ტიკტოკისთვის, ხართ ინფლუენსერი ან გაქვთ ბიზნეს ანგარიში აღნიშნულ პლატფორმაზე, მაშინ ეს ანალიტიკური სერვისი თქვენთვისაა.
Tiklytics ანალიტიკური მონაცემების ვიზუალიზაციის ხელსაწყოა, რომელიც თავისუფლად შეგიძლიათ ერთდროულად ტიკტოკის რამდენიმე ანგარიშისთვის გამოიყენოთ — ადევნოთ თვალი ტრენდებს, ჰეშთეგებს, აუდიოფაილებს, რომლებსაც კონკურენტები იყენებენ ხშირად და დააკვირდეთ შედეგებს.
ანალიტიკური მონაცემების კომბინირება და მათი შედარება კონკურენტების შედეგებთან მოგცემთ საშუალებას, გააუმჯობესოთ თქვენი სტატისტიკა და მნიშვნელოვნად გაზარდოთ თქვენი აუდიტორია.
ამჟამად სერვისი სრულიად უფასოა და გთავაზობთ ანალიტიკურ მონაცემებს 30-დღიანი პერიოდულობით, თუმცა, აღნიშნული სერვისის შემქმნელების თქმით, Tiklytics-ის მეორე ვერსია უკვე მზადების პროცესშია და იქ მონაცემების ანალიზი არამხოლოდ 30 დღის, არამედ დროის ნებისმიერი მონაკვეთით შეიძლება.
კომენტარები