ანტარქტიდაზე ადელის პინგვინების უძველესი ნამარხები იპოვეს
მეცნიერებმა ადელის პინგვინების უძველესი კოლონია აღმოაჩინეს, რომელიც რეგიონის კლიმატის გამო იდეალურადაა შემონახული.
ნამარხებს შორის უხვად იპოვეს ბარტყი პინგვინების ძვლები, რომლებიც გუანოში იყო მიმოფანტული. ამასთან, მკვლევრებმა ბარტყი პინგვინების მთლიანი კარკასებიც იპოვეს, რომელთაგან ზოგი ბუმბულით ჯერ კიდევ იყო დაფარული, ზოგიც კი მუმიფიცირებულიყო.
ნამარხების ანალიზმა აჩვენა, რომ ირიზარის მღვიმე (სადაც ნამარხები აღმოაჩინეს) პინგვინებისთვის გასამრავლებელ ადგილს წარმოადგენდა. შესაძლებელია, რომ ეს ადგილი მათი იქ ყოფნის დროს დიდი ოდენობის თოვლით დაიფარა, პინგვინები კი შიგნით მოყვნენ და სწორედ ამიტომ არიან კარგად შემონახულნი.
თოვლის დნობა რეგიონში 1980-იანი წლებიდან, გლობალური დათბობის შედეგეად გაზრდილი ტემპერატურის გამო დაიწყო. მისი გარემოზე ეფექტი თანამგზავრების მეშვეობით იზომებოდა.
"ჩვენ პინგვინების ძველი და და ახალი ნამარხებიდან ავიღეთ ნიმუშები, რომლებიც ამ მღვიმეში დროის სხვადასხვა პერიოდში დაგროვდა. წლებია, რაც ანტარქტიდაში კვლევებს ვატარებ, თუმცა მსგავსი რამ არასდროს მინახავს", — განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, — "ახლახან მომხდარი თოვლის დნობის შედეგად ისეთი ნამარხების გამოაშკარავება ხდება შესაძლებელი, რომლებიც ძალიან დიდი ხნის წინ გაიყინა და დაიმარხა.
კვლევა ჟურნალ Geology-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები