ProductHunt: გაიგე, რამდენი დრო და თახნა დაგჭირდება მობილური აპლიკაციის შესაქმნელად — MyAppCost
თუ გსურთ ხარისხიანი მობილური აპლიკაციის შექმნა და არ იცით, რამდენი დრო და ფინანსური რესურსი დაგჭირდებათ აღნიშნული ამოცანის შესასრულებლად, მაშინ მობილური აპლიკაცია MyAppCost თქვენთვისაა.
აღნიშნული მობილური აპლიკაცია დაგვეხმარება გამოვთვალოთ, თუ რა თანხები და დრო დაგვჭირდება საიმისოდ, რომ შევქმნათ ხარისხიანი მობილური პროდუქტი ისე, რომ არ დავკარგოთ დრო ნაცნობების და მეგობრების გამოკითხვასა ან ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებაზე.
MyAppCost აპლიკაციის შექმნისთვის საჭირო რესურსის ერთგვარი კალკულატორია. კალკულატორი ბაზარზე არსებული ფასების გათვალისწინებით დაგიანგარიშებთ სრულ თანხას, რომელიც არ გაიზრდება შეკვეთის დასრულების შემდეგ. ხარჯებში გათვალისწინებულია აპლიკაციის სხვადასხვა ვარიანტი, ძირითადი ფუნქციები და ინტეგრაციები, რომლებიც მას დასჭირდება.
სხვადასხვა პლატფორმის და დამატებითი პარამეტრების მითითებით თქვენ შეძლებთ, მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია მიახლოებით ხარჯებთან და აპლიკაციის შექმისთვის საჭირო დროსთან დაკავშირებით. აპლიკაციაში ყველაფერთან ერთად გათვალისწინებულია საათბორივი ანაზღაურებაც (რომელიც ქვეყნების მიხედვით განსხვავდება).
ამიტომ, სანამ შეხვდებით დაკვეთის შემსრულებელ კომპანიას ან დეველოპერს, ამ აპლიკაციის მეშვეობით თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, შეიქმნათ ზოგადი წარმოდგენა ფასებზე და წინასწარ იცოდეთ, რა გჭირდებათ და რას იხდით სანაცვლოდ.
აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც AppStore-ში, ისე Google Play-ში.
კომენტარები