ვარშავის ზოოპარკში სტრესის მქონე სპილოებს სამედიცინო მარიხუანას მისცემენ
სამედიცინო მარიხუანა სტრესის მოხსნის მიზნით ხშირად გამოიყენება, განსაკუთრებით კი ცხოველებში, როგორიც არიან ძაღლები და ცხენები. თუმცა, ვარშავის ზოოპარკის ვეტერინარი ანიეზკა ზუჯკოვსკა ამბობს, რომ სამედიცინო მარიხუანას სპილოებში პირველად გამოიყენებენ.
პოლონეთის ზოოპარკის ბინადარი აფრიკული სპილოები კანაბინოიდ CBD-ის მაღალი კონცენტრაციის მქონე სითხეს ხორთუმებით მიიღებენ. ვეტერინარები ამბობენ, რომ ეს სპილოებისთვის სრულიად უსაფრთხოა, რადგან მათ არც ეიფორია ექნებათ და არც მათი ორგანოები არ დაზიანდება.
"ეს სტრესთან გამკლავების ალტერნატიული მეთოდია, რომელიც მედიკამენტურ მკურნალობას არ ითვალისწინებს", — ამბობს ზუჯკოვსკა.
ვარშავის ზოოპარკის აფრიკულ სპილოებში სტრესი, როგორც ჩანს, ალფა მდედრის გარდაცვალებამ განაპირობა. ზოოპარკის თანამშრომლები სპილოების ემოციურ კეთილდღეობას მათ ქცევაზე და ჰორმონალურ ცვლილებებზე დაკვირვებით ადგენენ.
აღსანიშნავია, რომ ბრაკონიერებმა აფრიკაში სპილოების პოპულაცია მნიშვნელოვნად შეამცირეს. არალეგალურმა ნადირობამ, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, აფრიკული სპილოების რიცხვი რამდენიმე მილიონიდან 400 ათასამდე შეამცირა.
მნიშვნელოვანია, რომ სპილოებმა ზოოპარკებში სათანადო ყურადღება მიიღონ, რადგან ისინი ძალიან ჭკვიანი და სოციალური ცხოველები არიან.
კომენტარები