Touch-ის პლატფორმა ქართულ სტარტაპებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
თუ ინოვაციურ პროდუქტზე ან სერვისზე მუშაობ და ეძებ ვინმეს, ვინც დაგაფინანსებს, ან თუ შენი იდეა უკვე მზადაა იმისათვის, რომ სხვამ შეისყიდოს, მაშინ Startup Touch-ის ონლაინ კონფერენცია სწორედ ის ადგილია, სადაც შენ საკუთარი სტარტაპის ან იდეის უკეთ წარმოჩენასთან ერთად მენტორისა და ინვესტორის მოძიებასაც შეძლებ.
სწორედ ამ მიზნით 29-30 ოქტომბერს გაიმართება ონლაინ კონფერენცია სტარტაპებისთვის — Startup Touch. ღონისძიება საქართველოდან და სხვა რეგიონებიდან უმასპინძლებს როგორც სტარტაპებს, ისე ინვესტორებს, აქსელერატორებს და კორპორაციულ კომპანიებს, რომლებიც ეძებენ პრობლემების ახალ და ციფრულ გადაწყვეტებს.
მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვინც ჩართულია ისეთ დარგებში, როგორებიცაა: ხელოვნური ინტელექტი, 5G, რობოტიკა, ღრუბლოვანი სერვისები, აგროტექნოლოგიები, მომავლის მანქანები, საწარმოო ტექნოლოგიები და ეკოტექნოლოგიები.
შერჩეული სტარტაპები მონაწილეობას მიიღებენ ორდღიან ბუთქემფებში და ფიჩინგ სესიებში შესაბამისი ინდუსტრიის პროფესიონალებთან ერთად და დაესწრებიან მენტორშიფის სესიებს. ლაივ ფიჩინგი შესაძლებელი იქნება ინვესტორებთან და სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებთან, რომლებიც მოღვაწეობენ ევროპაში, ისრაელსა და აშშ-ში.
ღონისძიების ფორმატი არ მოიცავს მხოლოდ ვებინარებს. Touch იყენებს სპეციალურ პლატფორმას, რომელიც მონაწილეებს შესაძლებობას აძლევს, თვალი ადევნონ ვორქშოპებს, დასვან შეკითხვები, წარადგინონ საკუთარი იდეები, დაუკავშირდნენ სხვა მონაწილეებს და ასევე ჰქონდეთ საკუთარი ვირტუალური საგამოფენო ჯიხური.
განვითარების ნებისმიერ სტადიაში მყოფი პროექტები — განურჩევლად იმისა, იდეა განვითარების მხოლოდ საწყის ეტაპზეა თუ უნდი უკვე ბიზნესის გაფართოებაზე მუშაობს — შეძლებენ ამ ღონისძიებიდან მაქსიმალური სარგებლის მიღებას. ეს ღონისძიება განსაკუთრებით მათთვის იქნება საინტერესო, ვისაც სურს, რომ მიიღოს დაფინანსება, იპოვოს პარტნიორები ან აღმოაჩინოს ახალი შესაძლებლობები ევროპის, ისრაელის, ახლო აღმოსავლეთის ან აშშ-ის ბაზრებზე.
მონაწილეების აპლიკაციის ფორმის შესავსებად გადადით ბმულზე. განაცხადების მიღების ბოლო დღე 1 ოქტომბერია.
შენიშვნა: რაც უფრო ადრე შეძლებთ რეგისტრაციის გავლას, უფრო მეტი შანსი გექნებათ, რომ თქვენს პროექტს აქსელერატორებთან და ინვესტორებთან გაეწიოს რეკომენდაცია.
ღონისძიების პარტნიორები არიან: Onesoul.io, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, საქართველოს ბანკი ბიზნესისთვის და ტერმინალი.
კომენტარები