დინების წინააღმდეგ მიმავალი ჩანჩქერი — უცნაური სანახაობა ავსტრალიაში
ავსტრალიის სანაპიროზე ბოლო დროს ძლიერი შტორმი და მაღალი ტალღებია. ქარის სისწრაფე ზოგგან 74 კილომეტრ/საათს აღწევს. ასეთი სისწრაფის გამო წყლის შხეფები ჰაერში იყრება და ეგრეთ წოდებული "შებრუნებული ჩანჩქერები" წარმოიქმნება.
ავსტრალიის სამეფო ეროვნულ პარკში გათამაშებული ეს სანახაობა ტურისტებმა და სიდნეის ტელევიზიებმა ვიდეოზე დააფიქსირეს.
სიდნეის სამეფო ეროვნული პარკი ამ უჩვეულო მოვლენის გარეშეც ძალიან სანახაობრივია. კლდის კიდედან ორი ჩანჩქერი 100 მეტრის სიმაღლიდან პირდაპირ ოკეანეში ჩაედინება. თუმცა, ამჟამად ძალიან მძლავრი ქარის გამო ჩანჩქერი ოკეანეს აღარ აღწევს.
აღსანიშნავია, რომ "შებრუნებული ჩანჩქერი" მხოლოდ სამეფო ეროვნულ პარკში არ გამოჩენილა. ის სხვა ადგილებშიც შეინიშნება — მაგალითად, კეიპ სოლანდერში.
თუმცა, ამ თვალწარმტაცი სანახაობის გამომწვევ მოვლენებს სხვა — და არცთუ სასიამოვნო — შედეგებიც შეიძლება მოჰყვეს. ძლიერი ქარიშხლების და მაღალი ნალექიანობის შედეგად, ზოგან დატბორვის მაღალი რისკია, ამიტომ ავსტრალიის მთავრობამ ტერიტორიიდან ევაკუაციის პროცესი დაიწყო.
კომენტარები