გენეტიკური კვლევა აფრიკელი მოსახლეობის დამონების საზარელ დეტალებს ამხელს
დნმ-ის დიდმასშტაბიანმა კვლევამ ახალი ინფორმაციით მოგვამარაგა მილიონობით აფრიკელზე, რომლებიც მეთექსვმეტე-მეცხრამეტე საუკუნეებში ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკებში მონებად წაიყვანეს.
კვლევამ, რომელშიც 50 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ის "გენეტიკური ზემოქმედება" შეისწავლა, რაც მონობით ვაჭრობამ იქონია ამერიკის კონტენენტებზე მცხოვრებ თანამედროვე მოსახლეობაზე. შედეგად, კვლევა გაუპატიურების და სხვა ფორმის ძალადობათა, ავადმყოფობისა და რასიზმის შედეგებს ხდის ფარდას.
1512 წლიდან მეცხრამეტე საუკუნის შუა პერიოდამდე აფრიკიდან 12.5 მილიონზე მეტი ადამიანი გაყიდეს მონად. მათგან დაახლოებით 2 მილიონი დამონებული კაცი, ქალი და ბავშვი ამერიკის კონტინტებამდე მიმავალ გზაში დაიღუპნენ.
დნმ-ის ანალიზი გენეტიკურ კვლევებზე ორიენტირებულმა კომპანიამ, 23andMe ჩაატარა და მასში ატლანტის ოკეანის ორივე მხარეზე მცხოვრები აფრიკული წარმომავლობის 30 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. შედეგები კი ჟურნალში, The American Journal of Human Genetics, დაიბეჭდა.
კომპანიაში მომუშავე მოსახლეობის გენეტიკოსის, სტივენ მიჩელეტის თქმით, კვლევის მიზანი იყო, გენეტიკური მონაცემები ადამიანების დამონების ისტორიულ ფაქტებთან შეედარებინათ, რათა ენახათ "რა მოდიოდა თანწყობაში და რა — არა".
მართალია, უმრავლეს შემთხვევაში კვლევის შედეგები დაემთხვა ისტორიულ ცნობებს იმაზე, თუ აფრიკის რა ტერიტორიებიდან წაიყვანეს ადამიანები და ამერიკის კონტინენტების რა რეგიონებში დაამონეს ისინი, "ზოგ შემთხვევაში ეს ორი მონაცემი ერთობ თვალშისაცემად არ დაემთხვა ერთმანეთს", — აღნიშნავს მიჩელეტი.
კვლევამ ცხადყო, რომ აფრიკული წარმომავლობის ამერიკელების უმრავლესობის წინაპრები თანამედროვე ანგოლისა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტრორიაზე ცხოვრობდნენ. ეს შედეგები ემთხვევა მონობით ვაჭრობის უდიდესი გზის მარშრუტს.
თუმცა სხვა შედეგი მოულოდნელი აღმოჩნდა. კერძოდ, აშშ-სა და სამხრეთ ამერიკაში მცხოვრები ნიგერიული წარმომავლობის მქონე ადამიანების რიცხვმა საგრძნობლად გადააჭარბა ამ რეგიონიდან ხალხის დამონების შესახებ არსებულ ისტორიულ მონაცემებს.
მკვლევრების თქმით, მსგავსი შეუთავსებლობა შეიძლება აიხსნას "იმ ინტერკოლონიური ვაჭრობით, რომელიც, ძირითადად, 1619-1807 წლებში მიმდინარეობდა".
მათი ვარაუდით, დამონებული ნიგერიელები კარიბების ბრიტანული კოლონიიდან სხვა რეგიონებში გადაჰყავდათ, "სავარაუდოდ, მონობაზე დაფუძნებული ეკონომიკის შესანარჩუნებლად, რადგანს ტრანსატლანტური მონობით ვაჭრობა ნელ-ნელა იკრძალებოდა".
მეცნიერები იმის აღმოჩენამაც გააკვირვა, თუ რამდენად მცირედ იყო წარმოდგენილი გენეტიკურ მასალაში სენეგალი და გამბია — ერთ-ერთი პირველი რეგიონი, საიდანაც მონების გადაყვანა დაიწყეს.
მეცნიერებმა ეს აღმოჩენა ორი ტრაგიკული მიზეზით ახსნეს: ამ ტეროტორიებიდან მრავალი დამონებული ადამიანი ბრინჯის პლანტაციებზე იგზავნებოდა, სადაც მალარია მძვინვარებდა და ცხოვრებისთვის სხვა საშიში ფაქტორები არსებობდა; მოგვიანებით წლებში კი უფრო მეტი ბავშვის გაგზავნა დაიწყეს, რომელთაგან მრავალი ოკეანით მგზავრობას ცოცხალი ვერ გადაურჩა.
კვლევის კიდევ ერთი საზარელი აღმოჩენა შეეხებოდა იმას, თუ რა ზეგავლენა იქონია თანამედროვე გენოფონდზე ამერიკის კონტინენტებზე დამონებული ქალებისადმი მოპყრობამ.
მკვლევრების თქმით, გენოფონდში აფრიკელი ქალების კონტრიბუციის მკვეთრად გაზრდილი წილი მაშინ, როცა დამონებულთა უმრავლესობა კაცი იყო, შესაძლოა, იხსნებოდეს "მონათმფლობელთა მხრიდან ამ ქალების გაუპატიურებითა და სექსუალური ექსპლუატაციის სხვა ფორმებით".
სამხრეთ ამერიკაში მცხოვრებ მოსახლეობაში გენოფონდში შეტანილი წვლილის მიხედვით ყოველ 17 აფრიკელ ქალზე ერთი აფრიკელი კაცი მოდიოდა. მკვლევრებმა ეს მონაცემი ნაწილობრივ იმ რამდენიმე ქვეყნის branqueamento (რასობრივი გათეთრება) კოლონიური პოლიტიკით ახსნეს, რომლებიც ახალისებდნენ ევროპელი კაცების მიგრაციას "რეპროდუქციის გზით აფრიკული წარმომავლობის დასუსტების მიზნით".
მართალია, ბრიტანეთის მიერ კოლონიზებულ ამერიკაში მსგავსი მიკერძოება მხოლოდ ორ აფრიკელ ქალზე ერთი აფრიკელი კაცის თანაფარდობით გამოვლინდა, თუმცა ამ ტეროტირიაზეც მონებს არანაკლებ სასტიკად ეპრყობოდნენ.
კვლევაში საუბარია ტრანსატლანტური ვაჭრობის აკრძალვის მოახლოების პარალელურად გავრცელებულ პრაქტიკაზე, ეიძულებინათ დამონებული ადამიანები, გაეჩინათ შვილები, რათა მონათმფლობელებს სამუშაო ძალა არ მოჰკლებოდათ. აშშ-ში ქალებს ხშირად შვილების გაჩენის სანაცვლოდ თავისუფლებას ჰპირდებონდნენ. ამასთან, რასისტული პოლიტიკა სხვადასხვა რასის წარმომადგენლების მიერ შვილის ყოლას უპირისპირდებოდა.
მოძრაობამ, Black Lives Matter, კოლონიალიზმისა და აფრიკული წარმომავლობის მქონე ადამიანების დამონების დამთგრუნველ მემკვიდრეობაზე კიდევ ერთხელ მიგვაქცევინა საზოგადოებას ყურადღება. შედეგად, მსოფლიოს გარშემო ქალაქებში დემონსტრანტები მონობის განმადიდებელი ისეთი სიმბოლოების გაქრობას მოითხოვენ, როგორიც კოლონიალური ხანის მონებით მოვაჭრეების ძეგლებია.
კომენტარები