Galaxy Z Flip 5G — სამსუნგის პირველი სმარტფონი Snapdragon 865+ -ის ბაზაზე
სამსუნგის ახალ ფლაგმანურ სმარტფონებს Qualcomm Snapdragon 865+ -ის ბაზაზე ყველა 5 აგვისტოს ელოდებოდა, თუმცა კომპანიამ მოულოდნელად პირველი მსგავსი სმარტფონი დღეს წარმოადგინა. Galaxy Z Flip 5G მსოფლიოში პირველი Snapdragon 865+ -ის ბაზაზე მომუშავე სმარტფონის — Lenovo Legion Duet-ის გამოსვლიდან რამდენიმე წუთში გამოვიდა.
ჭორების მიხედვით, Galaxy Z Flip 5G წინამორბედისგან დიდად განსხვავებული არ იქნებოდა და ასეც მოხდა. ფაქტობრივად ერთადერთი განსხვავება მოდელებს შორის ახალ ჩიპსეტს და 5G (Snapdragon X55) მოდემს უკავშირდება — დანარჩენში სმარტფონი Galaxy Z Flip-ის კლონია.
ფოტო: Samsung
Galaxy Z Flip 5G-მ 8 გბ. ოპერატიული და 256 გბ. შიდა მეხსიერება მიიღო. შიდა Full HD+ ეკრანის სახით წარმოდგენილია 17-სანტიმეტრიანი AMOLED Infinity Flex. ხოლო გარე 2.7-სანტიმეტრიანი ეკრანი Super AMOLED-ის სახითაა წარმოდგენილი და მისი გაფართოება 300 x 112 პიქსელზე შეადგენს. ელემენტის მოცულობაა 3 300 მილიამპერი საათში. სმარტფონი აღჭურვილია წინა 10 მპ-იანი და ძირითადი ორმაგი 12 მპ-იანი კამერით.
აშშ-ის ტერიტორიაზე Galaxy Z Flip 5G 7 აგვისტოდან გაიყიდება და მისი ფასი $1450 იქნება.
კომენტარები