99 წლის ქალმა, რომელიც ნაცისტებს, ავიაკატასტროფას და კიბოს გადაურჩა, COVID-19 დაამარცხა
ფოტო: SWNS
99 წლის ომის ვეტერანმა ქალმა, რომელიც გადაურჩა ნაცისტების მიერ მისი მკვლელობის მცდელობას, საშინელ ავიაკატასტროფასა და მკერდის კიბოს, ახლა კორონავირუსიც დაამარცხა.
ჯოი ენდრიუსს მომაკვდინებელი ვირუსი მაისში შეეყარა. ორი კვირის შემდეგ ის უკვე ექიმების განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ გადავიდა.
ჯოის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ მისი 57 წლის შვილი მიშელი "გამოსამშვიდობებელი სიტყვის" სათქმელადაც კი ესტუმრა.
მიუხედავად ამისა, ბოლო კვირებისა და თვეების განმავლობაში ექიმები დაუჯერებელი რამის მომსწრენი გახდნენ: ჯოიმ ომისდროინდელ სულისკვეთებას მოუხმო და COVID-19 "სასწაულებრივად დაამარცხა".
ჯოი ენდრიუ (მარცხნივ)
ფოტო: SWNS
ჯოი, რომელსაც დემენციაც სჭირს, გამოჯანმრთელებას ახლა მეგობრებისა და ოჯახის გარემოცვაში აგრძელებს შინ. 22 ნოემბერს მას 100 წელი შეუსრულდება.
"დედაჩემი ყოველთვის ძალიან ძლიერი ქალი იყო. ის ყველაფერს თავისებურად აკეთებს, როგორც მისი თაობის ომგამოვლილ ხალხს სჩვევია ხოლმე. ეს თვისებები მას დღემდე აქვს და ვფიქრობ, სწორედ მათი მეშვეობით მოახერხა მან ბოლო თვეების გადალახვა. დედაჩემი კორონავირუსს ნამდვილად არ დაამარცხებინებდა თავს. სამწუხაროდ, დემენცია იმის საშუალებას არ აძლევს, რომ თავისი ამ მიღწევის შესახებ გაიგოს. თუმცა, მის გამოჯანმრთელებას მთელი ოჯახი ვზეიმობთ", — ამბობს მიშელი.
ჯოი ჩრდილოეთ ლონდონში დაიბადა და გაიზარდა 1920-იანებში, სანამ მეორე მსოფლიო ომის დროს ქალების დამხმარე საჰაერო ძალებს არ შეუერთდა სერჟანტად, სადაც ის ბრიტანეთის ბომბდამშენი ძალების სამხედრო მოქმედებებში მსახურობდა.
ჯოი ომის შემდეგ რაინის ბრიტანულ არმიას შეუერთდა და დიუსელდორფში გამწესდა, სადაც ის მოხუცებულ წყვილთან ერთად ცხოვრობდა, რომელსაც ძალიან დაუმეგობრდა, თუმცა მათ ნაცისტი შვილი ჰყავდათ.
მიშელის თქმით, გერმანიაში ყოფნისას ჯოის, რომელიც გერმანელი ებრაელების ოჯახიდან იყო, პირადი მძღოლი გამოეყო, რათა სურვილისამებრ წასულიყო ნებისმიერ ადგილას.
სწორედ ბერლინისკენ მოგზაურობისას იყო, რომ მძღოლმა, რომელიც ნაცისტი აღმოჩნდა, ჯოის მოკვლის მიზნით განზრახ მოაწყო ავარია.
ჯოიმ 1950-იან წლებში იქორწინა თავის ქმარზე, დეივიდ ენდრიუზე, რომელიც დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალების ესკადრილიის ლიდერი იყო
ფოტო: SWNS
ამის შემდეგ ჯოი ერთ-ერთ პირველ სტიუარდესად შეუერთდა ბრიტანულ ავიაკომპანიას British Overseas Airways Corporation. ის იმ თვითმფრინავში იმყოფებოდა, რომელიც საწვავის გათავების გამო ჩამოვარდა ლიბიაში.
1950-იან წლებში ჯოიმ იქორწინა თავის ქმარზე, დეივიდ ენდრიუზე, რომელიც დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალების ესკადრილიის ლიდერი იყო, 1963 წელს კი წყვილმა მიშელი იშვილა.
1970-იან წლებში ჯოიმ მკერდის კიბო დაამარცხა, მომავალი ათწლეულები კი დიასახლისად გაატარა. 2013 წელს მისი ქმარი დეივიდი გარდაიცვალა სიმსივნით.
მიშელი გეგმავს, რომ ამ წლის ბოლოსკენ ჯოის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად ოჯახი შეკრიბოს.
-
Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის
გადახედვა
-
რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ
გადახედვა
-
ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
კომენტარები