10 ანიმაციური სერიალი ბავშვობიდან, რომელიც ქართულ ტელეარხებზე გადიოდა
ფოტო: 20th Century Fox / TV Tokyo / Dupuis
ბავშვობიდან ბევრი ტკბილი მოგონება გვახსენდება: გაკვეთილებზე მაიმუნობა, მეგობრებთან ერთად ეზოში ბურთის თამაში, დახუჭობანა და ომობანა, სახლში პლედებისგან ბაზების აშენება და მრავალი სხვა.
თუმცა ამ ყოველივეზე არანაკლებ სასიამოვნო მოსაგონარია ბავშვობის საყვარელი ანიმაციები, რომელთაგან ბევრის სახელის ხსენებაც კი საკმარისია ჩვენი გონების ბედნიერ კუნჭულებში დალექილი მათი პერსონაჟებისა და სიმღერების გასახსენებლად. მათ ხან სკოლაში წასვლამდე ვუყურებდით, ხანაც — სკოლიდან ახალდაბრუნებულები, ზოგი ანიმაცია კი იმდენად გვიყვარდა, რომ ეზოდანაც კი ამოვდიოდით მათ სანახავად.
წარმოგიდგენთ ჩვენი ბავშვობის 10 უცხოურ ანიმაციურ სერიალს, რომელიც ქართულ ტელეარხებზე გადიოდა.
1. რობოტა და რობოტუნები
ფოტო: Buena Vista International Television
— მეძახდით, პოლკოვნიკო ცხვირბანჯგვლა?
ყველაზე მოუქნელი ლეიტენანტი რობოტა, რომელიც ვერასდროს ვერ ხვდება დოქტორი კლანჭას ბოროტ გეგმებს და ზოგჯერ გაუაზრებლად ხელსაც კი უწყობს მათ, ჩვენი ბავშვობის არაერთი დაუვიწყარი მოგონების ავტორია.
რობოტას მთელ საქმეს დიდწილად მისი 12 წლის გენიოსი დისშვილი პენი და გოგონას მიერ შექმნილი პატარა რობოტუნები, ორიალა და ბორიალა, ასრულებენ, ხან კი, უბრალოდ, იღბალი ერთვება საქმეში.
თუმცა ეს უკანასკნელი ნამდვილად არ წყალობს პოლკოვნიკ ცხვირბანგვლას, რომელიც მუდმივად ცდილობს მისიებში მონაწილეობას, საბოლოოდ კი ხან მტრის ტყვეობაში ხვდება, ხანაც რობოტას მოუქნელობითა და უჭკუობით დალოლიავებული "რობოტააააააა!"-ს გაჰყვირის სერიის ბოლოს.
2. შამანების ხელმწიფე
ფოტო: TV Tokyo
ალბათ, ბევრმა სწორედ შამანების ხელმწიფით (Shaman King) დაიწყო თავისი მოგზაურობა ანიმეს სამყაროში იო ასაკურასა და მის თანმხლებ 600-წლოვან მოჩვენება ამიდამარუსთან ერთად.
იო თინეიჯერი შამანია — შუამავალი ცოცხლებისა და მკვდრების სამყაროს შორის — და, სიზარმაცის მიუხედავად, მას სურს, გახდეს "შამანების ხელმწიფე" და სამყაროს მმართველი, რათა შემდეგ მშვიდად ცხოვრება მოახერხოს. მიუხედავად ამისა, შამანების ხელმწიფობისთვის ბრძოლის ჩემპიონატში ახალ-ახალი ადამიანების გაცნობისას ირკვევა, რომ იოს ტყუპი ძმა ჰყავს, ჰაო ასაკურა, რომელსაც კაცობრიობას განადგურება სწადია. ამის შედეგად, იოს მიზანი იცვლება და ახლა მას საკუთარი ძმის კაცობრიობისადმი ზიზღის შეჩერება სურს.
შამანების ხელმწიფის სიუჟეტი საკმაოდ დაძაბული და არაპროგნოზირებადია. მის ყოველ პერსონაჟს თავისი უნიკალური ხასიათი და უნარ-ჩვევები აქვს, ყველაფერთან ერთად კი შოუ საკმაოდ სასაცილოცაა და ის საოცრად ახერხებს დრამატული და სერიოზული მომენტების იუმორისტულ მონაკვეთებად გარდაქმნას.
3. ბავშვები 402-ე ოთახიდან
ფოტო: Fox Family Channel
— აბა, ლიტვური კოვზები, შეიძინეთ ლიტვური კოვზები!
სკოლისდროინდელი ოინბაზობებისა და გაკვეთილზე მაიმუნობების მონატრება თუ შემოგაწვებათ, ბავშვები 402-ე ოთახიდან იდეალურია ამ ნოსტალგიის დასაკმაყოფილებლად.
402-ე ოთახში დღემდე დაგხვდებათ მოდური და ჭორიკანა ნენსი ფრენსისი, რომელიც უშედეგოდ ცდილობს ხუთოსან პენისთან დამეგობრებას; აბეზარი და ქედმაღალი პოლი მაკშეინი, რომლის ნათქვამიც აუცილებლად ჭეშმარიტებაა; უიღბლო და ზარმაცი ჯესი მაკკოი, რომელსაც დედა ხშირად არცხვენს თავისი მზრუნველობით; ხულიგანი ვინი ნასტა, რომელიც გამუდმებით საკუთარი ძმის ძველი დავალებებით ცდილობს თავის გატანას; მანიპულატორი ართური, რომელსაც სტარტაპების დაწყების გამორჩეული ნიჭი აქვს, და გულისხმიერი მის გრეივზის სხვა მოსწავლეები.
4. შავი მეკობრე
ფოტო: Mondo TV
გახსოვთ პირველი არხის ნაჩუქარი ერთ-ერთი პირველი მოგონება — შავი მეკობრე და მისი პატარა მაიმუნი რომი?
ანიმაციაში მეკობრეებით, მეზღვაურებით, დიდგვაროვნებითა და ადგილობრივებით გაჯერებული კარიბული ატმოსფერო სუფევს, რომელსაც ფონად მე-18 საუკუნის დინამიკური საზღვაო და სახმელეთო ბრძოლები და დუელები გასდევს.
P.S. ისე, გუბერნატორს რა ბედი ეწია ბოლოს?
5. ნარუტო
ფოტო: TV Tokyo
— ერთ დღესაც ჰოკაგე გავხდები. აი, ნახავთ!
მმ, ბავშვობაში თითებით ჯუცუს ნიშნების გამოსახვის წარუმატებელი მცდელობები... (ჩრდილის კლონები არ ითვლება)
ფოთოლში ჩამალულ კონოჰაში ჩვენი ბავშვობის უამრავი საყვარელი მოგონება და მეგობარიც იმალება: ცხრაკუდა მელას მოუსვენარი ჯინჩურიკი ნარუტო, ყოველთვის ხმაურიანი და მიზანდასახული, და მისი მუდმივი მეტოქე, შურისძიებაზე ფიქრით მოცული სასკე (+ მომაბეზრებელი საკურა); შიკამარუს გენიალური გათვლები ჩუნინების გამოცდის ორთაბრძოლებში; მორცხვი ჰინატა და მისი გულისწასვლები ნარუტოს ყოველი დანახვისას; ამაყი ნეჯი და შეუპოვარი როკ ლი; ქალების მუსუსი ჯირაია-სენსეი და მისი წიგნების პირველი მკითხველი და ლეგენდარული მე-7 გუნდის მეთაური — ჰატაკე კაკაში, რომლის ნიღბის საიდუმლოც დღემდე ამოუხსნელია.
ანიმეს ძალიან ბევრი ინტრო ჰქონდა და რთულია მათგან საუკეთესოს ამორჩევა, თუმცა, ალბათ, "We are fighting dreamers"-ის გაგონება გულს არავის დაგწყვეტთ:
6. ცხოვრება ლუისთან ერთად
ფოტო: 20th Century Fox
— რაო? ლუი დაიკარგა? ყველა საკონდიტრო გაჩხრიკეთ ოცი კილომეტრის რადიუსში!
ამაზე ორი აზრი არ არსებობს: ცხოვრება ლუისთან ერთად უფრო სახალისო იყო. ეს ანიმაციური სერიალი, რომელიც ავტობიოგრაფიაა და ლუი ანდერსონის ბავშვობაზე მოგვითხრობს, ჩვენი ბავშვობის ყველაზე სასაცილო და ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი შოუა. აქ ნამდვილი ადამიანები არიან ბევრი ჩვენგანისთვის ნაცნობი ნამდვილი პრობლემებით და შეუძლებელია, სერიალის რომელიმე პერსონაჟში ან სერიაში რაღაც თქვენთვის ძალიან ნაცნობი არ იპოვოთ.
აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ანიმაციის საოცრად კარგი იუმორის მთავარი წყარო: ლუის მამა ენდი ანდერსონი (რომელსაც, სხვათა შორის, ორიგინალში თვითონ ლუი ახმოვანებს), რომელიც მეორე მსოფლიო ომის ვეტერანია და ხშირად იხსენებს ომისდროინდელ ისტორიებს თავისი ენაკვიმატი თხრობის სტილით. ის ამაყი და უხეშია, თუმცა, გულის სიღრმეში, მზრუნველი და მოსიყვარულე მამაა.
— ეგ გავიგონე!
P.S. აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ ენდი ანდერსონის 25 საუკეთესო ფრაზას.
7. ადამიანი-ობობა
ფოტო: Disney-ABC Domestic Television
ჯერ კიდევ სანამ კომიქსები ასეთი პოპულარული გახდებოდა და მარველის კინოსამყაროს ახალ-ახალი ფილმების მოლოდინში ვიქნებოდით, ამ ანიმაციის (და სემ რეიმის ტრილოგიის) დამსახურებით ყველა ჩვენგანის ერთ-ერთი პირველი საყვარელი სუპერგმირი სწორედ ადამიანი-ობობა იყო.
სერიალში ადამიანი-ობობას თითქმის ყველა კლასიკურ ვილენს ვხვდებით: კინგპინს, მწვანე გობლის, დოქტორ ოქტოპუსს, მისტერიოს, ვენომს, შოკერს, მარტორქას და სხვებს — ასევე პიტერ პარკერის სასიყვარულო ინტერესებს, მერი ჯეინ უოტსონსა და ფელისია ჰარდის (შავი კატა), და, რა თქმა უნდა, შეუდარებელ ჯეი ჯონა ჯეიმსონს.
გირჩევთ, კიდევ ერთხელ მოისმინოთ ჩვენი ბავშვობის დაუვიწყარი (და საბავშვო ანიმაციისთვის წააარმოუდგენლად badass) ინტრო:
8. კლიფორდი, დიდი წითელი ძაღლი
გახსოვთ პატარა და საყვარელი ემილი ელიზაბეტი და მისი მეგობრული დიდი წითელი ძაღლი კლიფორდი?
სერიალი ხან კლიფორდისა და მისი ძაღლი მეგობრების, ციცქნა იისფერი პუდელისა და ყვითელი ბულდოგის, გადმოსახედიდან გვიყვებოდა ამბავს, ხანაც წითელი ლაბრადორის პატრონის, ემილისა, და მისი მეგობრების პერსპექტივიდან.
ჩვენი ბავშვობის ეს ანიმაციური სერიალი უამრავ სითბოსა და სიყვარულს ასხივებდა — თვითონ ემილის სიყვარული კი იმდენად დიდი იყო, რომ მისი ლაბრადორი ასეთი ვეება გახადა.
9. პრინცესა შეჰერაზადა
ფოტო: France 2
ათას ერთი ღამით შთაგონებული ეს ანიმაცია პრინცესა შეჰერეზადას თავგადასავლებზე გვიამბობეს. გზად ის პრინც ნურს გადაეყრება და მასთან ერთად მოგზაურობს შორეულ და უცნაურ ქვეყნებში.
გმირებს მუდმივად თან ახლდათ მოუსვენარი ახალგაზრდა ბიჭუნა — ჯადოსნური ჯინი, რომელიც პრინცესამ იხსნა და რომელსაც ყველანაირ ცხოველად თუ საგნად შეეძლო გარდასახვა.
სერიალს ჩამოთვლილ ანიმაციებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ინტრო ჰქონდა:
10. პაპირუსი
ფოტო: Dupuis / TF1
— ო, სეთ, ომბოსის მბრძანებელო!
ყოველ დილით, სკოლაში წასვლამდე, დროზე ადრე ადგომა მხოლოდ ამ ფრაზის მოსმენადაც კი ღირდა.
ანიმაციის მთავარი პერსონაჟია მეთევზის შვილი პაპირუსი, რომელსაც ქალღმერთი ნებუ სეთის გამოგზავნილ ბოროტ ძალებთან ბრძოლის მისიას დააკისრებს, მას კი კომპანიას ეგვიპტის ფარაონის შვილი, პრინცესა თეტი, უწევს, რომელსაც პაპირუსი ომბოსის მბრძანებლის მსახურებისგან დაიხსნის.
პაპირუსის სათავგადასავლო სული, მცირეოდენი დრამისა და კომედიის ნაზავით, და დაძაბული სიუჟეტი ბევრისთვის ჯადოსნურ ეგვიპტეში მოგზაურობის პირველი გამოცდილება იყო.
ბონუსი: გრენდაიზერი
ფოტო: Fuji TV
— გრენდაიზერ, წინ!
ამ სიის დასრულება ისე არ გამოვა, რომ არ გავიხსენოთ საღამო, რუსთავი 2, კურიერის დასრულების მოლოდინი და ჩვენი ბავშვობის მთავარი გმირები — კეთილი გრენდაიზერი და მისი პილოტი დიუკი ფლიდი.
პლანეტა ვეგა, თავისი ვერაგი მეფის თაოსნობით, საზღვრების გაფართოებას ცდილობს, უპირისპირდება პლანეტა ფლიდს და აუდაბურებს მას. თუმცა მშვიდობიანი პლანეტის სამეფო დინასტიიდან პრინცი დიუკი ფლიდი გადარჩება და ხელში ჩაიგდებს ვეგას მთავარ იარაღს — გიგანტურ რობოტ გრენდაიზერს.
P.S. აქვე გირჩევთ, აუცილებლად მოისმინოთ (და წაიღიღინოთ) ანიმაციის ლეგენდარული ინტრო:
იუქეე, იუქეე, დიუკუ ჰურიიდო
ტობეე, ტობეე, გრენ-დაი-ზაა!
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა

კომენტარები