არაბთა გაერთიანებული საემიროების პირველი მარსის მისია
არაბული სახელმწიფოები კოსმოსურ მოგზაურობაში დიდად ჩართულნი არასდროს ყოფილან, თუმცა გაერთიანებული საემიროების SUV-ის ზომის კოსმოსური ხომალდი, სახელად "იმედი", მალე მარსისკენ გაემართება. ამ მისიის ერთ-ერთი მიზანი მარსის ატმოსფეროს მზის "ქართან" ინტერაქციის შესწავლაა.
თანამგაზვრი ერთი წლის მანძილზე მარსის გლობალური კლიმატის მონიტორინგის გააკეთებს. მეცნიერების თქმით, ეს მარსის ატმოსფეროს პირველი სრული სურათი იქნება.
არაბული თანამგზავრი თავის მისიაზე სამშაბათს გაემგზავრება. აღსნიშნავია, რომ NASA 30 ივლისს მარსზე თავისი ახალი როვერის Perseverance-ის გაშვებასაც გეგმავს. ორივე კოსმოსურმა სააგენტომ მარსის მისიების გასაშვებად ივლისი იმიტომ აარჩია, რომ ამ დროს დედამიწა და წითელი პლანეტა ერთმანეთთან ყველაზე ახლოს არიან.
თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, "იმედი" მარსის ორბიტას 2021 წლის თებერვალს მიაღწევს და პლანეტის ატმოსფეროს მონიტორინგს 2 წლის მანძილზე გააგრძელებს.
აღსანიშნავია, რომ თანამგზავრი მარსისკენ იაპონიიდან, Mitsubishi-ის სასტარტო ბაზიდან გაფრინდება.
მარსის ეს მისია მნიშვნელოვანი იმიტომაა, რომ ის წითელი პლანეტის კლიმატის ყველაზე ზუსტ სურათს მოგვცემს, რაც, სავარაუდოდ, მომავალ კოსმოსურ ფრენებს და ასტრონავტების მარსზე გაშვების პროცესს დაეხმარება.
კომენტარები