მსოფლიოს აკვა პარკებში, შეიძლება, $26-მილიონიანი რობო-დელფინები გამოჩნდნენ
რობოტ დელფინებს კითხვებზე რეაგირება, ბედნიერად ცურვა და ისეთი ახლო კონტაქტის დამყარება შეუძლიათ, როგორიც ნამდვილი ცხოველებისთვის საზიანო იქნებოდა. ეს დელფინები, შესაძლოა, სულ მალე ჩინეთის აკვარიუმებში გამოჩნდნენ.
ახალ ზელანდიაში დაფუძნებული კომპანია ამერიკელ სპეციალისტებთან ერთად ისეთი რობოტი დელფინების შექმნაზე მუშაობს, რომლებიც ზუსტად ნამდვილებივით გამოიყურებიან.
რობოტის შემქმნელების თქმით, ხელოვნურმა დელფინებმა, შესაძლოა, აკვა პარკებში მსოფლიოს მასშტაბით პოპულარულ გამოფენებში მონაწილე ნამდვილი ვეშაპები და დელფინები ჩაანაცვლოს.
რობოტული დელფინის ფასი, დაახლოებით, 26 მილიონ მაერიკულ დოლარს შეადგენს, ეს თანხა ნამდვილი დელფინის ღირებულაზე ოთხჯერ მეტია, თუმცა ისინი იმაზე ბევრად დიდხანს ძლებენ, ვიდრე დელფინების სიცოცხლის ხანგრძლივობაა.
"ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ადამიანები, რომ ეს ხელსაყრელი ბიზნესია, იმაზე ბევრად ხელსაყრელი, ვიდრე ნამდვილი ცხოველების გამოყენება", — განაცხადა Edge Innovation-ის გუნდის წევრმა ლი ვანგმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ რობოტები ნამდვილი დელფინებივით ძვირადღირებულ მოვლასა და ფრთხილად შერჩეულ წყლის ტემპერატურას არ საჭიროებენ.
COVID-19-ის პანდემიის დაწყებამდე ჩინეთში მინიმუმ 30 აკვარიუმი აშენდა, ზოგიერთმა მათგანმა კი ნამდვილი დელფინების ჩანაცვლებაც გადაწყვიტა.
შემქმნელების თქმით, პროტოტიპი 270 კილოგრამზე მეტს იწონის და მისი ნამდვილისგან გარჩევა ძალიან რთულია. მათ მიერ ჩატარებული ტესტის დროს მაყურებელმა ვერ შეძლო იმის შემჩნევა, რომ დელფინი ნამდვილი არ იყო.
ცხოველთა დამცველების თქმით, მსოფლიოს გარშემო არსებულ აკვა პარკებში ნამდვილი დელფინების რობოტებით ჩანაცვლება ნამდვილად კარგი იდეაა, რადგან ხანდახან ხელოვნურ აუზებში მათთვის საჭირო პირობების შექმნა რთულია.
"2020 წელს არსებული ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს, ბუნება მისი დაზიანების გარეშე შევისწავლოთ და გამოვცადოთ", — განაცხადა ცხოველთა დამცველმა ელისა ალენმა.
კომენტარები