დისტანციური სიახლოვე ანუ ბილაინის შიდა კომუნიკაცია
ფოტო: ბილაინი
ბილაინი ის კომპანიაა, რომელმაც გადაწყვიტა, დისტანციური მუშაობა პრაქტიკაში დაეტოვებინა და "იმუშავე საიდანაც გინდა" პოლიტიკა დანერგა. კომპანიის თანამშრომლები რამდენიმე თვეა ძირითადად ვირტუალურ სივრცეში ხვდებიან ერთმანეთს. ასეთ დროს კორპორატიული კულტურის შესანარჩუნებლად, თანამედროვე კორპორაციები არაერთ პრაქტიკას იყენებენ. როგორია ბილაინის გამოცდილება და რა დამატებითი მნიშვნელობა შეიძინა შიდა კომუნიკაციამ კომპანიაში, ორგანიზაციული განვითარების სპეციალისტი, ხატია გიორგობიანი გვიყვება.
დისტანციურად მუშაობის პერიოდში, რა დამატებითი მნიშვნელობა შეიძინა კომპანიაში შიდა კომუნიკაციამ?
მოგეხსენებათ, შიდა კომუნიკაცია არ არის მხოლოდ ახალი ამბები და თანამშრომელთა ინფორმირება. შიდა კომუნიკაცია არის კორპორაციული კულტურის მხარდაჭერის და თანამშრომელთა ჩართულობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი, ყოველთვის, იქნება ეს კრიზისული პერიოდი თუ სტაბილური ყოველდღიურობა.
რა საკომუნიკაციო არხებს იყენებთ და როგორია თანამშრომლების ჩართულობა?
ჩვენი ძირითადი შიდასაკომუნიკაციო არხი ვორქფლეისია — Workplace by Facebook. ამ პლატფორმას ჩვენ ძალიან აქტიურად ვიყენებთ 2018 წლიდან. ყოველთვის მაღალი იყო თანამშრომელთა ჩართულობა, თემებიც, ცხადია, ყოველთვის ცოცხალი, კონკრეტული მომენტისთვის აქტუალური, დროის და სიტუაციის შესაბამისი იყო. დღევანდელ სიტუაციაში კი განსხვავება ის არის, რომ ამ პერიოდში პლატფორმას დამატებითი დატვირთვა დაემატა — ის კორპორაციული ცხოვრებისთვის აუცილებელი, ერთგვარი "თავშეყრის ადგილიც" გახდა — გუნდური მუშაობის, დროის ერთად გატარების, სიახლეების გაზიარების, ერთმანეთის მხარდაჭერის სივრცედ გადაიქცა.
როგორ იქმნება კონტენტი შიდა კომუნიკაციისთვის მარტიდან დღემდე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად?
არაჩვეულებრივად არაორდინალური სიტუაცია შეიქმნა - სასიცოცხლოდ აუცილებელი გახდა ფიზიკური დისტანცირება და, პარალელურად, ამდენადვე აუცილებელი "დისტანციური სიახლოვე". ჩვენ აუცილებლად უნდა გვეზრუნა კორპორაციული მუხტის გაძლიერებაზე, იმაზე, რომ თანამშრომლებს არა თუ არ დაეკარგათ კომპანიასთან ე.წ. მიკუთვნებულობის განცდა, არამედ ის კიდევ უფრო გამყარებულიყო. ჩვენ უნდა გვეჩვენებინა მთავარი - კომპანიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა. სწორედ ამ, ერთადერთ და მთავარ პრინციპზე აშენდა კრიზისული შიდასაკომუნიკაციო გეგმა, ისევე როგორც კომპანიის ყველა სხვა სამოქმედო გეგმა 2020 წლის თებერვლიდან.
ყველაფერი დაიწყო თებერვლის ბოლოს. საქართველოში კოვიდინინფიცირებულთა პირველი შემთხვევების დაფიქსირებისთანავე ჩვენ გავაკეთეთ პირველი საინფორმაციო ბროშურა - როგორ უნდა და არ უნდა მოვიქცეთ, როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და სად მოიპოვება ყველაზე სანდო ინფორმაცია.
ამ დღიდან შიდა კომუნიკაცია გახდა მკაცრად თანმიმდევრული და რეგულარული, რადგან პირველივე კომუნიკაციის გამოხმაურებამ გვაჩვენა, რომ ჩვენ ძალიან ვჭირდებით სწორედ იმ ადამიანებს, რომლებზეც დგას კორპორაცია.
კომუნიკაციის ენა კიდევ უფრო რბილი და არაფორმალური გახდა. პირველივე დღეებში ჩვენს ახალ კორპორაციულ რეალობას "შინშრომა" დავარქვით და "შინშრომის სამთავიანი სახელმძღვანელოც" შევქმენით - დღის რეჟიმი, სახლური სამსა ანუ სამუშაო სივრცე და სამუშაო პროცესი.
ჩავატარეთ ფოტო-ვიდეო კონკურსი თემაზე "შინშრომა", გამარჯვებულებიც გამოვავლინეთ და სიმბოლური საჩუქრებიც მივართვით შინ პერსონალურ წერილებთან ერთად.
ჩვენი პლატფორმა დავუთმეთ "მაინდფულნესის" ტრენინგს და გავააქტიურეთ ონლაინ ტრენინგების საკომუნიკაციო კამპანია.
გავაკეთეთ ტოპ მენეჯერების "ლაივები" სრულიად თავისუფალ თემებზე - მხოლოდ იმაზე, რაც მათი აზრით თანამშრომლებს სტრესთან გამკლავებას გაუადვილებდათ, გაახალისებდათ ან მოტივაციას გაუზრდიდათ.
ყოველკვირეული სახალისო და თან საქმიანი გამოკითხვები ვატარეთ. ეს ერთგვარი პულსზე ხელის ჭერა იყო - ვხვდებოდით სად რა გვიჭირს, გვილხინს, მოგვწონს თუ არა და უკვე ვიცოდით როგორ წარვმართავდით მომდევნო კვირას.
ახლა უკვე შინაურ გადაცემად მოვიხსენიებთ ყოველკვირეულ ლაივ-შოუს "ყავის შესვენება", რომელიც გაგანია კარანტინში დავიწყეთ, ახლაც წარმატებით ვაგრძელებთ და ალბათ დიდხანს შევინარჩუნებთ. ეს შოუ სხვადასხვა აქტუალურ ან უბრალოდ საინტერესო თემას ეძღვნება, სასაუბროდ კი ვიწვევთ თანამშრომლებს. ამ ე.წ. გადაცემის მთავარი მიზანი თანამშრომლთა უფრო ახლოს ან სხვა კუთხით გაცნობაა.
ასევე შევქმენით პარასკევი საღამოებისა და უქმეების სახლის პირობებში გასართობი აქტივობების ნუსხა. გავაკეთეთ კინოს, სერიალების და წიგნის მოყვარულთა ჯგუფი და ასევე ჯგუფი მშობლებისთვის.
ყოველი ორშაბათი გამამხნევებელი დილა მშვიდობისათი და ახალი გეგმებით იწყებოდა, ხოლო პარასკევი კი კვირის შეჯამებით და ათასი მადლობით სრულდებოდა.
და ეს ყველაფერი, ცხადია, ბიზნეს-სიახლეების, ახალი პროდუქტებისა და სერვისების, სხვადასხვა ფუნქციის ანგარიშების გამოქვეყნების პარალელურად ხდებოდა.
"იმუშავე საიდანაც გინდა" პოლიტიკის პირობებში, რა საშუალებებს მიმართავთ კორპორატიული კულტურისა და საერთო სამუშაო მუხტის შესანარჩუნებლად?
ახლა "შინშრომა" "საიდანაც გინდა შრომად" გარდაიქმნა, თუმცა ეს მნიშვნელოვნად არაფერს ცვლის. ჩვენი მუშაობის მთავარი პრინციპი, ცხადია, არ შეცვლილა, რადგან არ შეცვლილა კორპორაციული კულტურის საფუძველი - ჩვენი ღირებულებები. ჩვენს მთავარ ფასეულობად, რა თქმა უნდა, კვლავაც რჩება ადამიანი.
ჩვენ გვჯერა, რომ ყველაზე პროდუქტიული არის თავისუფალი და ბედნიერი თანამშრომელი, რომელიც გრძნობს და ხედავს რომ ენდობიან, აფასებენ და ზრუნავენ მასზე. სწორედ ეს იქნება "იმუშავე საიდანაც გინდა"-ს გეზიც და კორპორაციული მუხტის შენარჩუნების გზაც - ჩვენ გავაგრძელებთ ზრუნვას ადამიანებზე და ამჯერად მივცემთ მათ იმას, რაც ახლა სჭირდებათ ყველაზე მეტად - ცოცხალი ურთიერთობის საშუალება. კვლავაც ვრჩებით აქტიურნი ონლაინ სივრცეში და ამასთან ერთად ბევრ სხვადასხვა ფორმატის ოფლაინ ანუ ცოცხალ, არაფორმალურ თუ ფორმალურ შეკრებას და ათასგვარ საინტერესო აქტივობას ვგეგმავთ.
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
კომენტარები