ISS-ზე მყოფი ეკიპაჟი ღია კოსმოსში გასვლებისთვის ემზადება
საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ელექტროენერგეტიკული სისტემის გასაახლებლად ასტრონავტებს თვის ბოლოს ღია კოსმოსში ორჯერ მოუწევთ გასვლა. Expedition 63-ის ეკიპაჟი საზაფხულო გასეირნებებისთვის უკვე ემზადება, პარალელურად კი ისეთ სხვადასხვა კოსმოსურ ფენომენს იკვლევს, რაც დედამიწისა და კოსმოსის ინდუსტრიებს წაადგება.
NASA-ს ორი ასტრონავტი ღია კოსმოსში 26 ივნისს და 1 ივლისს გავა, რათა ის ელემენტები შეცვალოს, რომელიც მზის პანელებისგან მიღებულ ენერგიას ინახავს და ანაწილებს. ელემენტების გამოცვლის პროცესი გასულ წელს დაიწყო და შემდეგ იანვარში გაგრძელდა. ახლა კი ისინი ძველ ნიკელ-ჰიდროგენის ელემენტებს ახალი, ლითიუმ-იონური ელემენტებით ჩაანაცვლებენ, რომლებიც დედამიწიდან გაკონტროლდება. კალათბურთის მოედნის ზომის მზის პანელების მასივები ძელებისგან შემდგარი კონსტრუქციის ტერიტორიაზეა განთავსებული.
ამასთან, სადგურზე აქტიურად მიმდინარეობს კვლევები — ISS-ის უფროსი ასტრონავტი, კრის კასიდი და ინჟინერი ბობ ბენკენი სხვადასხვა სამეცნიერო ექსპერიმენტს ატარებენ. კასიდიმ ახალი სპექტრული იმიჯერი გამართა, რომელიც მცენარეთა ზრდას განსხვავებულ ტალღის სიგრძეებზე აჩევნებს. ბენკენი კი იმ კვლევებს აგრძელებს, რომლებიც კოსმოსში მედიკამენტების მიწოდების სისტემების განვითარებას შეუწყობს ხელს.
ISS-ზე მყოფი კიდევ ორი კოსმონავტი, ანატოლი ივანიშინი და ივან ვაგნერი, სადგურის რუსულ განყოფილებაში ატარებს სხვადასხვა კვლევას, მათ შორის დედამიწის ატმოსფეროს შესახებ.
კომენტარები