CrewDragon-ის ისტორიული მისიის დროს გადაღებული ყველაზე შთამბეჭდავი ფოტოები
SpaceX-ის CrewDragon-ით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე NASA-ს ორი ასტრონავტის გაშვება მხოლოდ ისტორიულად მნიშვნელოვანი მომენტი არ ყოფილა — ეს ასევე შესანიშნავი სანახაობა იყო.
სტატიაში ამ ისტორიული მისიის ყველაზე შთამბეჭდავ კადრებს წარმოგიდგენთ.
1. შორეული შტორმი
ამინდის ცვალებადობა ფლორიდაში საკამოდ ხშირია, გაშვებამდე რამდენიმე საათით ადრე კი მის გაუარესებასთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვები არსებობდა. NASA-ს სპეციალურ პროტოკოლში განმარტებულია, თუ როდის არის უსაფრთხო გაშვება და როდის არა, რაც, თავის მხრივ, ამინდზეა გამოკიდებული. ფოტო გაშვების წინა ღამესაა გადაღებული და ფალკონ 9-ის მიღმა არსებულ შტორმს ასახავს.
2. დამშვიდობება
NASA-ს ასტრონავტები, ბონ ბენკენი და დაგ ჰარლი Dragon-ში ჩასხდომამდე ოჯახის წევრებს დისტანციის დაცვით ემშვიდობებიან. ბენკენი NASA-ს ასტრონავტზე, მეგან მაკარტურზეა დაქორწინებული და ერთი ვაჟი ჰყავს. ჰარლი კი ყოფილ ასტრონავტზე, კარენ ნაიბერგზეა დაქორწინებული და ასევე ერთი ვაჟი ჰყავს.
ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე პანდემიის პირობებში გაფრინდნენ, შესაბამისად, მათ ჩვეული კარანტინის გარდა დამატებითი წესების დაცვაც მოუწიათ.
3. CrewDragon
ბობ ბენკინი და დაგ ჰარლი ეკრანებით გაწყობილ CrewDragon-ში. ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 30 მაისს გაფრინდნენ.
4. გაშვება
ასტრონავტები სადგურიდან რომ აფრინდნენ, მათ ფოდან ცა საქარიშხლე ღრუბლებით იყო ჩამობნელებული (ისინი მისიისთვის საფრთხეს არ შეიცავდნენ). ხომალდმა ISS-მდე პრობლემის გარეშე მიაღწია — ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც SpaceX-ის CrewDragon-მა კოსმოსში ასტრონავტები გაიყვანა და მესამე შემთხვევა, როდესაც კომპანიის კოსტუმები გამოიყენეს.
5. ფალკონ 9
გამოცდილმა რატეკამ, ფალკონ 9-მ თავისი მისია წარმატებით შეასრულა და დასაშვებ გემზე, Of Course I Still Love You-ზე უსაფრთხოდ დაფრინდა. ცნობილი ფაქტია, რომ SpaceX რაკეტებს მრავალჯერადად იყენებს, რათა კოსმოსური მოგზაურობები უფრო იაფი და ხელმისაწვდომი გახადოს — მისიის ბიუჯეტის უმეტესობა სწორედ გაშვებისთვისაა საჭირო.
6. საოცარი ხედი
ფოტოზე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი და ქვეყნის მეორე ლედი კარენ პენსი არიან გამოსახულნი, რომლებიც CrewDragon-ის გაშვებას აკვირდებიან. ტრამპი მხოლოდ მესამე პრეზიდენტია, რომელიც ასტრონავტების კოსმოსში გაშვების მომსწრე გახდა.
ტრამპამდე ეს პროცესი რიჩარდ ნიქსონმა 1969 წელს, აპოლოს მისიის დროს ნახა. შემდეგი ბილ კლინტონი იყო, რომელიც 1998 წელს შატლის გაშვებას მოესწრო. ამჯერად მათ რიცხვს დონალდ ტრამპი შეუერთდა.
7. საერთაშორისო კოსმოსური სადგური
მარჯვნივ CrewDragon მოჩანს, წინა პლანზე კი საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ინფრასტრუქტურის ნაწილი ჩანს — იაპონური რობოტული მკლავი, რომელიც იაპონიის კოსმოსური სააგენტოს (JAXA) მიერაა შექმნილი. ასტრონავტები იმ მოდულს მიუერთდნენ, რომელიც აშშ-ის, ევროპისა და იაპონიის ლაბორატორიის მოდულებს აკავშირებს.
8. შეპირაპირება
ფოტოზე CrewDragon-ის წინა მხარეა აღბეჭდილი, რომელიც კოსმოსურ სადგურთან დაკავშირების მზადების დროს იხსნება, შიგნით კი ის მექანიზმი ჩანს, რომელიც ამ პროცედურაზეა პასუხისმგებელი. ხომალდში მყოფი ასტრონავტები პროცესს შიგნიდან აკვირდებოდნენ.
9. დახვედრა
ვიდეოდან გადაღებულ ამ კადრში ISS-ზე მყოფი ასტრონავტები CrewDragon-ის ეკიპაჟს დახვედრას უწყობენ.
10. რაკეტის დაბრუნება
Of Course I Still Love You, რომელიც ფალკონ 9-ის გადაადგილებაზეა პასუხისმგებელი, ფლორიდის პორტში 2 ივნისს წარმატებით დაბრუნდა. ჯერჯერობით უცნობია, კიდევ გამოიყენებს თუ არა მას SpaceX.
კომენტარები